1. სამგზავრო თვითმფრინავებზე, რომელთა საფრენად  ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 1981 წლის პირველი იანვრის შემდეგ,  საავარიო ევაკუაციაზე პასუხისმგებელი მომსახურე ეკიპაჟის წევრებისათვის განთავსებული უნდა იყოს  პირით წინ ან უკან მიმართული სავარძლები (სხ-ის გრძივი ღერძისადმი 150-მდე კუთხით), რომელებიც აღჭურვილი უნდა იყოს მისაბმელი სისტემით.

შენიშვნა: მისაბმელი სისტემა მოიცავს სამხრე და მისაბმელ ღვედებს, რომლებით სარგებლობაც შესაძლებელია ცალ-ცალკე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სავარძლები განთავსებული უნდა იყოს საავარიო გასასვლელებთან, იატაკის დონეზ