1. ბორტგამყოლის მოწმობის გაცემისას კანდიდატს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;

ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა „ბორტგამყოლის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:

ბ.ა) საქართველოს საჰაერო კოდექსი, საავიაციო კანონმდებლობა, ავიაკომპანიის სახელმძღვანელო საბუთები;

ბ.ბ) სხ-ის აგებულება და ექსპლუატაცია;

ბ.გ) საჰაერო გადაზიდვები;

ბ.დ) საავიაციო უშიშროება; შიდასაობიექტო რეჟიმი;

ბ.ე) სხ-ის გაფრენისწინა და ფრენისშემდგომი დათვალიერება;

ბ.ვ) საბორტო საავარიო-სამაშველო საშუალებები და ავარიულ ვითარებაში მათი გამოყენების წესები; საავარიო-სამაშველო სამუშაოები;

ბ.ზ) სხ-ზე ტვირთის, ბარგისა და ფოსტის განთავსების წესები და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები; გაწონასწორება;

ბ.თ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;

ბ.ი) მგზავრების მომსახურების ტექნოლოგია;

ბ.კ) სხ-ის საყოფაცხოვრებო და სამზარეულო მოწყობილობა; ბორტკვების მოგვარება;

ბ.ლ) მგზავრების სამედიცინო მომსახურება; დაზარალებულთათვის პირველი დახმარების აღმოჩენა; საბორტო აფთიაქი;

ბ.მ) მგზავრების უსაფრთხოებისა და კეთილმოწყობის უზრუნველყოფა; სხ-ზე ქცევის წესები;

ბ.ნ) სხ-ის სანიტარიული მდგომარეობა;

ბ.ო) სხ-ის განსაკუთრებული აღჭურვილობა;

ბ.პ) მომსახურე ეკიპაჟის წევრების მოვალეობები და ურთიერთქმედება;

ბ.ჟ) ეკიპაჟის წევრის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვისას ქმედებათა წესი;

ბ.რ) საბუთების გაფორმება;

ბ.ს) საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში დადგენილი საურთიერთო ენები.

გ) გამოცდილება:

გ.ა) ბორტგამყოლის მოწმობა გაიცემა კანდიდატის მიერ სდ-ში პირველადი მომზადებისა და, შეგირდის რანგში, 30 სთ. ნაფრენის მერე;

გ.ბ) ნაფრენის უქონლობისას, კანდიდატი სააგენტოში იღებს მოწმობას და ოსტატობის აღნიშვნას: „ბორტგამყოლი-შეგირდი“.

დ) უნარი – კანდიდატს შეუძლია მგზავრების უსაფრთხოების საუზრუნველყოფო ღონისძიებების დროული და სწორი გატარება; ფრენისას მომსახურების ნებისმიერი სახეობის გამოყენება, ელექტრო და საერთო დანიშნულების მოწყობილობებით სარგებლობა; ბორტგამყოლისათვის განსაზღვრული საბუთების გაფორმება;

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, კანდიდატი უნდა ფლობდეს II კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.

2. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, „ბორტგამყოლის მოწმობის“ მფლობელს უფლება ეძლევა ბორტგამყოლის დანიშნულება შეასრულოს სხ-ის ნებისმიერ ტიპზე. სხ-ის ის ტიპები, რომლებზეც ბორტგამყოლი მინიჭებულ უფლებებს განახორციელებს, მოწმობაში უნდა ჩაიწეროს ოსტატობის აღნიშვნის სახი