1. აერნაოსნის მოწმობის გაცემისას, კანდიდატს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:
ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;
ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა „აერნაოსნის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
საჰაერო სამართალი
ბ.ა) „აერნაოსნის მოწმობის“ მფლობელის შესაბამისი წესები და დებულებები;
საფრენოსნო მახასიათებლები, დაგეგმვა და დატვირთვა
ბ.ბ) სხ-ების საფრენოსნო-ტექნიკურ მახასიათებლებზე დატვირთვისა და მასის განაწილების გავლენა;
ბ.გ) ასაფრენ-დასაფრენი და სხვა მახასიათებლების გამოყენება, კრეისერულ რეჟიმში მართვის წესების ჩათვლით;
ბ.დ) გაფრენისწინა და მარშრუტზე ფრენის ოპერატიული დაგეგმვა; სმმ-ის შესაბამისი წესები და პრაქტიკა; სმმ-ის მიზნებისათვის ფრენის გეგმის მომზადება და წარდგენა; სიმაღლსაზომის დაყენების წესი;
ადამიანის შესაძლებლობები
ბ.ე) ადამიანის შესაძლებლობები აერნაოსანთან შეფარდებით, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემა: DOC 9683).
მეტეოროლოგია
ბ.ვ) საავიაციო მეტეოცნობების, რუკების, პროგნოზების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება; კოდები და შემოკლებები; ფრენის წინ და ფრენისას, მეტეოინფორმაციის მიღების წესი; სიმაღლის გაზომვა;
ბ.ზ) საავიაციო მეტეოროლოგია; საფრენოსნო რაიონების კლიმატოლოგია, ავიაციაზე მისი გავლენის თვალსაზრისით; დაბალი და მაღალი წნევის რაიონების გადაადგილება; ატმოსფერული ფრონტების აგებულება; აფრენა-დაფრენისა და მარშრუტზე ფრენის პირობებზე მოქმედი ამინდის განსაკუთრებული და სახიფათო მოვლენების წარმოქმნა და მათი მახასიათებლები;
ნაოსნობა
ბ.თ) ფრენის წესები;
ბ.ი) გზის გამოთვლის ხერხები, სააერნაოსნო რუკებით, სარადიონაოსნო საშუალებებითა და ზონალური ნაოსნობის სისტემებით სარგებლობა; გაზრდილი სიშორის მარშრუტზე ფრენისადმი წაყენებული განსაკუთრებული სანაოსნო მოთხოვნები;
ბ.კ) სხ-ის ნაოსნობისათვის აუცილებელი სანაოსნო სისტემებითა და ავიონიკით სარგებლობა, შეზღუდვები და საექსპლუატაციო საიმედოoბა;
ბ.ლ) გაფრენის, მარშრუტზე ფრენის, დასაფრენად შესვლის საფეხურებზე მოქმედი სანაოსნო სისტემებით სარგებლობა, მათი სიზუსტე და საიმედოობა; სარადიონაოსნო საშუალებების ამოცნობა;
ბ.მ) ავტონომიური და გარეგან საშუალებებზე ორიენტირებული სისტემების მუშაობის პრინციპი და მახასიათებლები, მათი გამოყენება; საბორტო აღჭურვილობის მუშაობა;
ბ.ნ) ნაოსნობაში გამოყენებული განსაზღვრებები, საზომი ერთეულები და ფორმულები;
საექსპლუატაციო წესები
ბ.ო) AIP, NOTAM და მსგავსი სააერნაოსნო ინფორმაციით სარგებლობა, საავიაციო კოდები და შემოკლებები; გაფრენის, მარშრუტზე ფრენის, დაშვებისა და დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკებით სარგებლობა;
ფრენის საფუძვლები
ბ.პ) სხ-ების ფრენის საფუძვლები;
სარადიოტელეფონო კავშირი
ბ.ჟ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა არანაკლებ მე-4 დონეზე (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით).
გ) გამოცდილება:
გ.ა) კანდიდატმა, აერნაოსნის დანიშნულების შესრულებისას, სამარშრუტო ფრენებზე შეასრულა არანაკლებ 200 სთ., 30 სთ. ღამის ფრენების ჩათვლით; თუ კანდიდატს აქვს პილოტის რანგში ნაფრენი, სააგენტო განსაზღვრავს ამ გამოცდილების ჩათვლის მიზანშეწონილობას და ნაფრენზე მოთხოვნების შემცირების საკითხს;
გ.ბ) კანდიდატმა დაამტკიცა სხ-ის ადგილმდებარეობის დამაკმაყოფილებლად განსაზღვრისა და ამ ინფორმაციის ნაოსნობისათვის გამოყენების შესაძლებლობა;
დ) უნარი – კანდიდატმა უჩვენა „აერნაოსნის მოწმობის“ მფლობელისათვის მინიჭებული უფლებების შესრულების შესაძლებლობა და აგრეთვე უნარი:
დ.ა) ამოიცნოს და აკონტროლოს საშიშროების წარმომშობი ფაქტორები და შეცდომები (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემები: DOC 9868, 9683);
დ.ბ) მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და ფრენისას განახორციელოს სათანადო მეთვალყურეობა;
დ.გ) გამოიყენოს ცოდნა აერნაოსნობის დარგში;
დ.დ) შეასრულოს ერთიანი ეკიპაჟის წევრის ყველა მოვალეობა;
დ.ე) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებთან დაამყაროს ქმედითი ურთიერთობა;
ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, კანდიდატი უნდა ფლობდეს II კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.
2. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, „აერნაოსნის მოწმობის“ მფლობელს უფლება ეძლევა აერნაოსნის დანიშნულება შეასრულოს სხ-ის ნებისმიერ ტიპზე. სხ-ის ის ტიპები, რომლებზეც აერნაოსანი მინიჭებულ უფლებებს განახორციელებს, მოწმობაში უნდა ჩაიწეროს ოსტატობის აღნიშვნის სახი