1. კომერციული პილოტის მოწმობის გაცემისას, კანდიდატს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;

ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა კომერციული პილოტის მოწმობის მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:

საჰაერო სამართალი

ბ.ა) კომერციული პილოტის მოწმობის მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი წესები და დებულებები; ფრენის წესები; სმმ-ის შესაბამისი წესები და პრაქტიკა;

საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ზოგადი ცოდნა

ბ.ბ) სხ-ების ძალური დანადგარების, ტრანსმისიის, სისტემებისა და სახელსაწყო აღჭურვილობის მუშაობის პრინციპი და დანიშნულება;

ბ.გ) სხ-ებისა და ძალური დანადგარების საექსპლუატაციო შეზღუდვები, საექსპლუატაციო მონაცემები სეს-იდან;

ბ.დ) შესაბამისი სხ-ის აღჭურვილობითა და სისტემებით სარგებლობა და მათი გამართულობის შემოწმება;

ბ.ე) შესაბამისი სხ-ის პლანერის, ძალური დანადგარებისა და სისტემების ტექნიკური მომსახურების წესები;

საფრენოსნო მახასიათებლები და დაგეგმვა

ბ.ვ) სხ-ის საფრენოსნო-ტექნიკურ მახასიათებლებსა და მართვადობაზე დატვირთვისა და მასის განაწილების (საკიდელზე ტვირთის ჩათვლით – შვეულმფრენისათვის) გავლენა, მასისა და გაწონასწორების გამოთვლა;

ბ.ზ) ასაფრენი, დასაფრენი და სხვა მახასიათებლების პრაქტიკული გამოყენება;

ბ.თ) სფწ-ით ფრენის შესაბამისი გაფრენისწინა და მარშრუტზე ფრენის დაგეგმვა; სმმ-ის მიზნებისათვის ფრენის გეგმის მომზადება და წარდგენა; სმმ-ის შესაბამისი წესები; სიმაღლსაზომის დაყენების წესი;

ადამიანის შესაძლებლობები

ბ.ი) ადამიანის შესაძლებლობები, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით.

მეტეოროლოგია

ბ.კ) საავიაციო მეტეოცნობების, რუკების, პროგნოზების ცოდნა; ფრენის წინ და ფრენისას, მეტეოინფორმაციის მიღების წესი, სიმაღლის გაზომვა;

ბ.ლ) საავიაციო მეტეოროლოგია; საფრენოსნო რაიონების კლიმატოლოგია, ავიაციაზე მისი გავლენის თვალსაზრისით; დაბალი და მაღალი წნევის რაიონების გადაადგილება; ატმოსფერული ფრონტების აგებულება; აფრენა-დაფრენისა და მარშრუტზე ფრენის პირობებზე მოქმედი ამინდის განსაკუთრებული და სახიფათო მოვლენების წარმოქმნა და მათი მახასიათებლები; სახიფათო მეტეომოვლენების რაიონების შემოვლა.

ნაოსნობა

ბ.მ) აერნაოსნობა, სააერნაოსნო რუკების, ხელსაწყოებისა და საშუალებების გამოყენება, სანაოსნო სისტემების მუშაობის პრინციპი და მახასიათებლები; საბორტო აღჭურვილობის მუშაობა;

საექსპლუატაციო წესები

ბ.ნ) ექსპლუატაციისას საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის მეთოდების გამოყენება (იხ. DOC 9868, 9683);

ბ.ო) AIP, NOTAM და მსგავსი სააერნაოსნო ინფორმაციით სარგებლობა, საავიაციო კოდები და შემოკლებები;

ბ.პ) სიფრთხილის ზომები და ავარიულ ვითარებაში მოქმედების წესები; (დამატებით, შვეულმფრენისათვის) მუშა ძრავით ჩავარდნა, მიწისპირა რეზონანსი, დაფერდება და სხვა სახიფათო მოვლენები;

ბ.ჟ) ტვირთის გადაზიდვის წესები (საკიდელზე ტვირთის ჩათვლით – შვეულმფრენისათვის); სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული საშიშროება;

ბ.რ) მგზავრების ინსტრუქტაჟის წესები და მოთხოვნები (სხ-ში ჩასხდომისას და ჩამოსხდომისას უსაფრთხოების საკითხებზე);

ფრენის საფუძვლები

ბ.ს) სხ-ების ფრენის საფუძვლები;

სარადიოტელეფონო კავშირი

ბ.ტ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; კავშირის დაკარგვისას საჭირო ქმედებები; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ მე-4 დონეზე (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით).

გ) გამოცდილება:

გ.ა) კანდიდატს აქვს 200 (150 – შვეულმფრენისათვის) სთ. ნაფრენი ან პირველადი მომზადების კურსებზე, სხ-ის პილოტის რანგში, იფრინა 150 (100 – შვეულმფრენისათვის) სთ. საერთო ნაფრენში ჩართული საწაფზე მომზადება არ უნდა აღემატებოდეს 10 სთ-ს;

გ.ა.ა)თუ კანდიდატს სურს კომერციული პილოტის მოწმობის აღება თვითმფრინავზე და იგი ფლობს შვეულმფრენის ან პლანერის პილოტის მოწმობას, მაშინ მას ნაფრენ 200 სთ-ში ჩაეთვლება შემდეგი ნაფრენი:

30 სთ. მეთაურის რანგში, თუ ფლობს მოყვარული პილოტის მოწმობას შვეულმფრენებისთვის.

100 სთ. მეთაურის რანგში, თუ ფლობს კომერციული პილოტის მოწმობას შვეულმფრენებისთვის.

30 სთ. მეთაურის რანგში პლანერზე;

გ.ბ) კანდიდატმა იფრინა, სულ ცოტა:

გ.ბ.ა) თვითმფრინავზე – 100 სთ. მეთაურის რანგში ან, თუ კანდიდატმა გაიარა პირველადი მომზადების პროგრამით გათვალისწინებული კურსი, – 70 სთ. მეთაურის რანგში და 80 სთ. ინსტრუქტორთან ერთად ნაფრენი, საიდანაც 5 საათი იქნება სახმელეთო მომზადება.

გ.ბ.ბ) შვეულმფრენზე – 35 სთ. მეთაურის რანგში;

გ.ბ.გ) 20 (10 – შვეულმფრენისათვის) სთ. სამარშრუტო ფრენებზე, შესაბამისი სხ-ის მეთაურის რანგში, ორ სხვადასხვა აეროდრომზე (მოედანზე) დაფრენით;

გ.ბ.დ) 10 სთ. სახელსაწყო ფრენის შესწავლისას, საიდანაც 5 სთ. შეიძლება იყოს სახმელეთო წვრთნის დრო;

გ.ბ.ე) 5 სთ. ღამის ნაფრენი, 5 აფრენა-დაფრენის ჩათვლით, მეთაურის რანგში;

გ.გ) თუ კანდიდატს აქვს სხ-ის სხვა ტიპ(ებ)ზე პილოტის რანგში ნაფრენი, სააგენტო განსაზღვრავს ამ ნაფრენის ჩათვლის მიზანშეწონილობას და „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შემცირების ოდენობას;

გ.დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელსაწყო და ღამის ფრენების გამოცდილება კომერციულ პილოტს არ აძლევს სხ-ის სფწ-ით მართვის უფლებას;

დ) საფრენოსნო მომზადება:

დ.ა) კანდიდატმა, უფლებამოსილ პილოტ-ინსტრუქტორთან ერთად, ორმაგსამართიან სხ-ის განხილულ ტიპზე გაიარა მომზადება. ინსტრუქტორი უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ საექსპლუატაციო გამოცდილების მიღებას, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:

დ.ა.ა) გაფრენისწინა მზადება, მასისა და გაწონასწორების გამოთვლითა და სხ-ის დათვალიერების ჩათვლით;

დ.ა.ბ) სააეროდრომო მიმოსვლა და საჰაერო მოძრაობის სქემების მიხედვით ფრენა; შეჯახების თავიდან ასაცილებელი წესები და ზომები;

დ.ა.გ) სხ-ის მართვა ხილული ორიენტირების მეშვეობით;

დ.ა.დ) კრიზისულად მცირე საჰაერო სიჩქარით ფრენა, შტოპორის თავიდან აცილება, საწყისი და განვითარებული ვარდნის ამოცნობა და იქიდან გამოსვლა (თვითმფრინავი);

დ.ა.ე) ჩავარდნის რეჟიმის საწყისი საფეხურიდან მუშა ძრავის მეშვეობით გამოსვლა; მზიდი ხრახნის დაბალი ბრუნვათა სიხშირის რეჟიმიდან გამოსვლის ხერხები (შვეულმფრენი);

დ.ა.ვ) ძრავის მოსინჯვა, ხმელეთზე მანევრირება; კიდურა; ჩვეულ პირობებში ზურგქარითა და დახრილი მოედნიდან აფრენა-დაფრენა; ციცაბო ტრაექტორიით დასაფრენად შესვლა (შვეულმფრენი);

დ.ა.ზ) მინიმალურად საჭირო წევით აფრენა-დაფრენა; მაქსიმალური რეჟიმით აფრენა-დაფრენის ტექნიკა; შეზღუდული ზომების მოედნიდან ფრენა; სწრაფი შეჩერება; თვითბრუნვის რეჟიმით დასაფრენად შესვლა და დაფრენა; დედამიწის გავლენის გარეშე ჩამოკიდება; დიდ სიმაღლეზე ფრენა (შვეულმფრენი);

დ.ა.თ) ძირითადი საპილოტაჟო ხელსაწყოების მეშვეობით უმთავრესი მანევრების შესრულება და კუთხური მდგომარეობიდან გამოსვლა;

დ.ა.ი) სამარშრუტო ფრენა, ხილული ორიენტირების, გზის გამოთვლის ხერხებისა და სარადიონაოსნო საშუალებების გამოყენებით; მარშრუტის შეცვლის წესი;

დ.ა.კ) კრიზისულად მაღალი საჰაერო სიჩქარით ფრენა; ციცაბო დაღმავალი სპირალის ამოცნობა და იქიდან გამოსვლა (თვითმფრინავი);

დ.ა.ლ) ჩვეულ პირობებში და გვერდითი ქარისას აფრენა-დაფრენა (თვითმფრინავი);

დ.ა.მ) მოკლე გარბენით აფრენა (შემცირებული ასაფრენი ზოლიდან და დაბრკოლებათა გადალახვის სიმაღლის გათვალისწინებით); შეზღუდული ზომების აეროდრომზე დაფრენა (თვითმფრინავი);

დ.ა.ნ) განსაკუთრებულ შემთხვევებში და ავარიულ ვითარებაში მოქმედებათა წესები, საბორტო აღჭურვილობის უწესივრობის იმიტაციის ჩათვლით;

დ.ა.ო) მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ აეროდრომზე ფრენა, იქიდან გამოფრენა და მისი გადაფრენა; სმმ-ის, სარადიოტელეფონო კავშირისა და ფრაზეოლოგიის წესების დაცვა;

დ.ბ) ღამით ფრენის უფლების მისაღებად, კანდიდატი, ორმაგსამართიან სხ-ზე, ინსტრუქტორთან ერთად, გადის ღამის ფრენებზე მზადებას, აფრენის, დაფრენისა და ნაოსნობის ჩათვლით;

ე) უნარი – კანდიდატმა, მეთაურის რანგში, უჩვენა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესების, სქემებისა და მანევრების შესრულების შესაძლებლობა და, აგრეთვე, უნარი:

ე.ა) სხ მართოს მისი შეზღუდვების ფარგლებში;

ე.ბ) ნარნარად და ზუსტად შეასრულოს ნებისმიერი მანევრი;

ე.გ) ფრენისას მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და განახორციელოს სათანადო მეთვალყურეობა;

ე.დ) ისარგებლოს აერნაოსნობის დარგის ცოდნით; და

ე.ე) სხ მართოს ისე, რომ არასოდეს აღიძრას ფრენის ნებისმიერი სქემისა თუ მანევრის წარმატებით დასრულების ეჭვი;

ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით კანდიდატი უნდა ფლობდეს I კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.

2. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, „კომერციული პილოტის მოწმობის“ მფლობელს უფლება ეძლევა:

ა) განახორციელოს „მოყვარული პილოტის მოწმობით“ მინიჭებული უფლებები;

ბ) კომერციულ გადაზიდვებზე, ერთი პილოტისათვის სერტიფიცირებულ ნებისმიერ თვითმფრინავსა თუ შვეულმფრენზე შეასრულოს მეთაურის მოვალეობები;

გ) კომერციულ გადაზიდვებზე, შეასრულოს მეორე პილოტის დანიშნულება იმ თვითმფრინავსა თუ შვეულმფრენზე, რომლის ექსპლუატაციისათვისაც მეორე პილოტია საჭირო.

დ) შეასრულოს მეთაურის ან მეორე პილოტის მოვალეობები იმ საჰაერო ხომალდზე, რომელიც არ ასრულებს კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებს (ფრენებს).

ე) შეასრულოს მეთაურის მოვალეობები ერთპილოტიან საჰაერო ხომალდზე.

3. თეორიული მომზადების კურსი უნდა იყოს მინიმუმ 300 საათი, რომელიც უნდა იყოს გაწერილი კომერციული პილოტის მომზადების პროგრამაში და შეთანხმებული სააგენტოსთან.

4. მოყვარული პილოტის მოწმობის მფლობელმა კომერციული პილოტის მოწმობის მისაღებად უნდა გაიაროს სულ ცოტა 200 საათი თეორიული სწავლება ფრენის დაწყებამდე 18 თვის განმავლობაში და სასწავლო დაწესებულებაში საფრენოსნო მომზადება არანაკლებ 25 სთ. აქედან, 10 სთ. სფწ-ით, საიდანაც 5 სთ. შეიძლება იყოს სახმელეთო მომზადება (საწაფი, კაბინა) და ხუთი საათი ღამე ნაფრენ