1. მოყვარულ პილოტს (თვითმფრინავი, შველმფრენი) მოწმობის გაცემისას შემდეგი მოთხოვნები წაეყენება:

ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;

ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა მოყვარული პილოტის მოწმობის მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:

საჰაერო სამართალი

ბ.ა) მოყვარული პილოტის მოწმობის მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი წესები და დებულებები; ფრენის წესები; სმმ-ის შესაბამისი წესები და პრაქტიკა;

საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ზოგადი ცოდნა

ბ.ბ) სხ-ების ძალური დანადგარების, ტრანსმისიის, სისტემებისა და სახელსაწყო აღჭურვილობის მუშაობის პრინციპი;

ბ.გ) სხ-ებისა და ძალური დანადგარების საექსპლუატაციო შეზღუდვები, საექსპლუატაციო მონაცემები სეს-იდან;

საფრენოსნო მახასიათებლები და დაგეგმვა

ბ.დ) დატვირთვისა და მასის განაწილების გავლენა საფრენოსნო მახასიათებლებზე; მასისა და გაწონასწორების გამოთვლა;

ბ.ე) ასაფრენი, დასაფრენი და სხვა მახასიათებლებით პრაქტიკული სარგებლობა;

ბ.ვ) კერძო სხ-ათი ვფწ-ით ფრენისას, გაფრენისწინა და მარშრუტზე ფრენის დაგეგმვა; სმმ-ის მიზნებისათვის ფრენის გეგმის მომზადება და წარდგენა, სმმ-ის შესაბამისი წესები; ადგილმდებარეობის შეტყობინების წესი; სიმაღლსაზომის დაყენება; დაძაბული მოძრაობის რაიონში ფრენის წესები;

ადამიანის შესაძლებლობები

ბ.ზ) ადამიანის შესაძლებლობები, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით.

მეტეოროლოგია

ბ.თ) საავიაციო მეტეოროლოგიის საფუძვლების გამოყენება, მეტეოინფორმაციის მიღებისა და მისით სარგებლობის წესები, სიმაღლის შეცვლა;

ნაოსნობა

ბ.ი) ნაოსნობის პრაქტიკული ასპექტები და გზის გამოთვლის ხერხები, სანაოსნო რუკებითა და საშუალებებით სარგებლობა;

საექსპლუატაციო წესები

ბ.კ) ექსპლუატაციისას, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის მეთოდების გამოყენება (იხ. DOC 9868, 9683);

ბ.ლ) AIP, NOTAM და მსგავსი სააერნაოსნო ინფორმაციით სარგებლობა, საავიაციო კოდები და შემოკლებები;

ბ.მ) სიფრთხილის ზომები და ავარიულ ვითარებაში მოქმედების წესები, სახიფათო მეტეოპირობებისა და ტურბულენტურობის შემოვლის მიზნით განხორციელებულ მოქმედებათა ჩათვლით;

ბ.ნ) (დამატებით, შვეულმფრენისათვის) მუშა ძრავით ჩავარდნა, მიწისპირა რეზონანსი, დაფერდება და სხვა სახიფათო მოვლენები;

ფრენის საფუძვლები

ბ.ო) სხ-ების ფრენის საფუძვლები;

სარადიოტელეფონო კავშირი

ბ.პ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია ვფწ-ით ფრენისას; კავშირის დაკარგვისას საჭირო ქმედებები; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისური ენის ცოდნა, არანაკლებ მე-4 დონეზე (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით).

გ) გამოცდილება:

გ.ა) კანდიდატს, განხილული ტიპის სხ-ის პილოტის რანგში, აქვს არანაკლებ 45 სთ. ნაფრენი. ამ ნაფრენში შეიძლება ჩაითვალოს საწაფზე შესრულებული ნაფრენი, არა უმეტეს 5 სთ-ის ოდენობით;

გ.ბ) თუ კანდიდატს აქვს სხ-ის სხვა ტიპ(ებ)ზე (გარდა აეროსტატისა) პილოტის რანგში ნაფრენი, სააგენტო განსაზღვრავს ამ ნაფრენის 10%-ის (მაგრამ არა უმეტეს 10 სთ-ისა) ჩათვლის მიზანშეწონილობას და „გ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შემცირების ოდენობას;

გ.გ) კანდიდატს აქვს სხ-ის განხილულ ტიპზე, პილოტ-ინსტრუქტორის ზედამხედველობით, შესრულებული დამოუკიდებელი ნაფრენი 10 სთ., სამარშრუტო დამოუკიდებელი ფრენის 5 სთ-ის ჩათვლით, ამასთან, ერთი მაინც – 270 (შვეულმფრენისათვის – 180) კილომეტრიან მარშრუტზე, ორ სხვადასხვა ადგილზე დაფრენით;

გ.დ) თუ კანდიდატს სურს ღამე შეასრულოს ფრენები, ამისთვის მან დამატებით უნდა იფრინოს 5 სთ. ღამე, 5 აფრენა-დაფრენის ჩათვლით, მეთაურის რანგში;

დ) საფრენოსნო მომზადება – კანდიდატმა, უფლებამოსილ პილოტ-ინსტრუქტორთან ერთად, ორმაგსამართიან სხ-ის განხილულ ტიპზე გაიარა მომზადება (არანაკლებ 25 სთ., შვეულმფრენისათვის). ინსტრუქტორი უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ საექსპლუატაციო გამოცდილების მიღებას, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:

დ.ა) გაფრენისწინა მზადება, მასისა და გაწონასწორების გამოთვლითა და სხ-ის დათვალიერების ჩათვლით;

დ.ბ) სააეროდრომო მიმოსვლა და საჰაერო მოძრაობის სქემების მიხედვით ფრენა; შეჯახების თავიდან აცილების ზომები და ხერხები;

დ.გ) სხ-ის მართვა ხილული ორიენტირების მეშვეობით;

დ.დ) კრიზისულად მცირე საჰაერო სიჩქარით ფრენა, საწყისი და განვითარებული ვარდნის ამოცნობა და იქიდან გამოსვლა (თვითმფრინავი);

დ.ე) ჩავარდნის რეჟიმის საწყისი საფეხურიდან მუშა ძრავის მეშვეობით გამოსვლა; მზიდი ხრახნის დაბალი ბრუნვათა სიხშირის რეჟიმიდან გამოსვლის ხერხები (შვეულმფრენი);

დ.ვ) კრიზისულად მაღალი საჰაერო სიჩქარით ფრენა; ციცაბო დაღმავალი სპირალის ამოცნობა და იქიდან გამოსვლა (თვითმფრინავი);

დ.ზ) ჩვეულ პირობებში და გვერდითი ქარისას აფრენა-დაფრენა (თვითმფრინავი);

დ.თ) მინიმალურად საჭირო წევით აფრენა-დაფრენა, მაქსიმალური რეჟიმით აფრენა-დაფრენის ტექნიკა; შეზღუდული ზომების მოედნიდან ფრენა; სწრაფი შეჩერება (შვეულმფრენი);

დ.ი) მხოლოდ ხელსაწყოების მეშვეობით ფრენა, ჰორიზონტალურ სიბრტყეში 1800
-ით შემობრუნების ჩათვლით;

დ.კ) ძრავას მოსინჯვა, ხმელეთზე მანევრირება; კიდურა; ჩვეულ პირობებში, ზურგქარითა და დახრილი მოედნიდან აფრენა-დაფრენა (შვეულმფრენი);

დ.ლ) სამარშრუტო ფრენა, ხილული ორიენტირების, გზის გამოთვლის ხერხებისა და სარადიონაოსნო საშუალებების გამოყენებით;

დ.მ) ავარიულ ვითარებაში მოქმედება, საბორტო აღჭურვილობის უწესივრობის იმიტაციის ჩათვლით; (დამატებით შვეულმფრენისათვის) თვითბრუნვის რეჟიმით დასაფრენად შესვლა და დაფრენა;

დ.ნ) მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ აეროდრომზე ფრენა, იქიდან გამოფრენა და მისი გადაფრენა; სმმ-ის, სარადიოტელეფონო კავშირისა და ფრაზეოლოგიის წესების დაცვა;

ე) უნარი – კანდიდატმა, სხ-ის მეთაურის რანგში, უჩვენა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესების, ფრენის სქემებისა და მანევრების შესრულების შესაძლებლობა და, აგრეთვე, უნარი:

ე.ა) სხ მართოს მისი შეზღუდვების ფარგლებში;

ე.ბ) ნარნარად და ზუსტად შეასრულოს ნებისმიერი მანევრი;

ე.გ) ფრენისას მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და განახორციელოს სათანადო მეთვალყურეობა;

ე.დ) ისარგებლოს აერნაოსნობის დარგის ცოდნით;

ე.ე) სხ მართოს ისე, რომ არასოდეს აღიძრას ფრენის ნებისმიერი სქემისა თუ მანევრის წარმატებით დასრულების ეჭვი;

ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, კანდიდატი უნდა ფლობდეს I ან II კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.

2. პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელია საფრენოსნო მომზადების დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. ამასთან, საფრენოსნო მომზადება და გამოცდები შეიძლება ჩატარდეს სექციებად (ბლოკებად). თუ კანდიდატმა რომელიმე გამოცდა ვერ ჩააბარა ორ ცდაზე, საჭიროა პრაქტიკული წვრთნის გაგრძელება.

3. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, „მოყვარული პილოტის მოწმობით“ მის მფლობელს უფლება ენიჭება შეასრულოს ნებისმიერი თვითმფრინავისა და შვეულმფრენის მეთაურისა თუ მეორე პილოტის ფუნქციები, შემოსავლის მიღების გარეშე ფრენის შესრულების მიზნით.

4. მოყვარულ პილოტს შეიძლება აუნაზღაურდეს საძებნ-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯებ