1. პლანერის პილოტის მოწმობის გაცემისას, კანდიდატს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:
ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;
ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა „პლანერის პილოტის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
საჰაერო სამართალი
ბ.ა) „პლანერის პილოტის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი წესები და დებულებები; ფრენის წესები; სმმ-ის შესაბამისი წესები და პრაქტიკა;
საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია
ბ.ბ) პლანერების სისტემებისა და სახელსაწყო აღჭურვილობის მუშაობის პრინციპები; პლანერების საექსპლუატაციო შეზღუდვები; შესაბამისი საექსპლუატაციო მონაცემები სეს-იდან;
საფრენოსნო მახასიათებლები, დაგეგმვა და დატვირთვა
ბ.გ) საფრენოსნო მახასიათებლებზე დატვირთვისა და მასის განაწილების გავლენა; მასისა და გაწონასწორების გათვალისწინება;
ბ.დ) სასტარტო, დასაფრენი და სხვა მახასიათებლების პრაქტიკული გამოყენება;
ბ.ე) სამარშრუტო ფრენის გაფრენისწინა დაგეგმვა; სმმ-ის შესაბამისი წესები; სიმაღლსაზომის დაყენების წესი; დაძაბული მოძრაობის რაიონში ფრენა;
ადამიანის შესაძლებლობები
ბ.ვ) ადამიანის შესაძლებლობები პლანერის პილოტთან შეფარდებით, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემა: DOC 9683);
მეტეოროლოგია
ბ.ზ) საავიაციო მეტეოროლოგიის საფუძვლების ცოდნა; მეტეოინფორმაციის მიღების წესი; სიმაღლის გაზომვა;
ნაოსნობა
ბ.თ) აერნაოსნობის პრაქტიკული ასპექტები და გზის გამოთვლის ხერხები; სააერნაოსნო რუკებით სარგებლობა;
საექსპლუატაციო წესები
ბ.ი) AIP, NOTAM და სააერნაოსნო ინფორმაციით სარგებლობა, საავიაციო კოდები და შემოკლებები;
ბ.კ) სტარტის სხვადასხვა ხერხი და შესაბამის ქმედებათა წესები;
ბ.ლ) სიფრთხილის ზომები და ავარიულ ვითარებაში მოქმედება, სახიფათო მეტეოპირობების, ტურბულენტური კვალისა და სხვა სახიფათო მოვლენების შემოვლის მიზნით მოქმედებათა ჩათვლით;
ფრენის საფუძვლები
ბ.მ) პლანერების ფრენის საფუძვლები;
სარადიოტელეფონო კავშირი
ბ.ნ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; კავშირის დაკარგვისას საჭირო ქმედებები; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა არანაკლებ მე-4 დონეზე (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით).
2. გამოცდილება:
ა) კანდიდატმა პლანერის პილოტის რანგში, უფლებამოსილ ინსტრუქტორთან ერთად, იფრინა არანაკლებ 4 სთ. და 2 სთ. დამოუკიდებელად; ამ პერიოდში შეასრულა არანაკლებ 20 აფრენა-დაფრენა. თუ გათვალისწინებულია მგზავრების გადაყვანა, მოწმობის მფლობელს უნდა ჰქონდეს პლანერის მეთაურის რანგში შესრულებული ნაფრენი, არანაკლებ 10 სთ;
ბ) კანდიდატმა, სათანადო ზედამხედველობით, შეიძინა პლანერების ექსპლუატაციის გამოცდილება, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
ბ.ა) გაფრენისწინა მომზადება, პლანერის აწყობა და დათვალიერება;
ბ.ბ) სტარტის სხვადასხვა ხერხის დროს გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და წესები; საჰაერო სიჩქარის შეზღუდვები; ავარიულ ვითარებაში ქმედებათა წესები და გამოყენებული სიგნალები;
ბ.გ) ფრენის სქემები; შეჯახების თავიდან ასაცილებელი ზომები და ხერხები;
ბ.დ) პლანერის მართვა ხილული ორიენტირების მეშვეობით;
ბ.ე) ფრენის რეჟიმების საექსპლუატაციო დიაპაზონში ფრენა;
ბ.ვ) საწყისი და განვითარებული ვარდნის ამოცნობა და იქიდან გამოსვლა; ციცაბო სპირალიდან გამოსვლა;
ბ.ზ) ჩვეულ პირობებში და გვერდითი ქარის დროს სტარტი, დასაფრენად შესვლა და დაფრენა;
ბ.თ) ხილული ორიენტირების მეშვეობით და გზის გამოთვლის ხერხებით მარშრუტზე ფრენა;
ბ.ი) ავარიულ ვითარებაში ქმედებათა წესი.
3. უნარი – კანდიდატმა პლანერის მეთაურის რანგში უჩვენა ფრენისა და მანევრების შესრულების შესაძლებლობა, აგრეთვე უნარი:
ა) ამოიცნოს და აკონტროლოს საშიშროების წარმომშობი ფაქტორები და შეცდომები (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემები: DOC 9868, DOC 9683);
ბ) პლანერი მართოს მისი შეზღუდვების ფარგლებში;
გ) ნარნარად და ზუსტად შეასრულოს ნებისმიერი მანევრი;
დ) მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და ფრენისას განახორციელოს სათანადო მეთვალყურეობა;
ე) გამოიყენოს აერნაოსნობის დარგის ცოდნა;
ვ) პლანერი მართოს ისე, რომ არ აღიძრას ფრენის სქემისა თუ მანევრის წარმატებით დასრულების ეჭვი.
4. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, კანდიდატი უნდა ფლობდეს II კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.
5. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, „პლანერის პილოტის მოწმობის“ მფლობელს უფლება ეძლევა მეთაურის დანიშნულება შეასრულოს ნებისმიერ პლანერზე, თუკი მას აქვს სტარტის გამოყენებული ხერხით სარგებლობის გამოცდილებ