1. ბორტინჟინრის მოწმობის გაცემისას კანდიდატს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:
ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;
ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა ბორტინჟინრის მოწმობის მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
საჰაერო სამართალი
ბ.ა) ბორტინჟინრის მოწმობის მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი წესები და დებულებები; სამოქალაქო სხ-ებით სარგებლობის მომაწესრიგებელი წესები და დებულებები ბორტინჟინრის მოვალეობებზე შეფარდებით;
საჰაერო ხომალდების ზოგადი ცოდნა
ბ.ბ) აირტურბინული და/ან დგუშიანი ძრავების აგებულების პრინციპი; სსმ და სისტემები; საწვავის მახასიათებლები, საწვავსისტემები, მიწოდების რეგულირების ჩათვლით; ფორსაჟული კამერები და შეშხაპუნების სისტემები, ძრავების ანთებისა და ამუშავების სისტემების დანიშნულება და მუშაობის პრინციპი;
ბ.გ) ძალური დანადგარების მუშაობის პრინციპი, ექსპლუატაციის წესები და შეზღუდვები; ძრავის მახასიათებლებზე ატმოსფერული პირობების გავლენა;
ბ.დ) პლანერები, სამართი ორგანოები, ბორბლიანი შასი, მუხრუჭები, მოსრიალების საწინაღო მოწყობილობა; მასალების დაძველებისა და დაჟანგვის მიმართ რესურსები; სხ-ის აგებულებაში დაზიანების ხარვეზის აღმოჩენა;
ბ.ე) შემოყინვის საწინაღო და წყალმოსხეპის სისტემები;
ბ.ვ) ნაბერის, კონდიცირებისა და ჟანგბადის სისტემები;
ბ.ზ) ჰიდრავლიკური და პნევმატური სისტემები;
ბ.თ) ელექტრონიკის საფუძვლები, ელექტროგაყვანილობის, მუდმივი და ცვალებადი დენის სისტემები, მოლითონება და ეკრანირება;
ბ.ი) სახელსაწყო აღჭურვილობის, კავშირის რადიომოწყობილობის, ავტოპილოტების, კომპასების, სარადიონაოსნო და სარადიოლოკაციო საშუალებების, ფრენის მართვის სისტემების, დისპლეებისა და ელექტრონული მოწყობილობების მუშაობის პრინციპები;
ბ.კ) შესაბამისი სხ-ების შეზღუდვები;
ბ.ლ) ხანძარსაწინაღო და ხანძრის სანიშნი სისტემები;
ბ.მ) შესაბამისი სხ-ების სისტემებითა და აღჭურვილობით სარგებლობა და მათი გამართულობის შემოწმება;
საფრენოსნო მახასიათებლები, დაგეგმვა და დატვირთვა
ბ.ნ) სხ-ის საფრენოსნო-ტექნიკურ და მართვადობის მახასიათებლებზე დატვირთვისა და მასის განაწილების გავლენა; მასისა და გაწონასწორების გამოთვლა;
ბ.ო) საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მონაცემების პრაქტიკული გამოყენება, კრეისერულ რეჟიმში მართვის წესები;
ადამიანის შესაძლებლობები
ბ.პ) ადამიანის შესაძლებლობები ბორტინჟინერთან შეფარდებით, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემა: DOC 9683);
საექსპლუატაციო წესები
ბ.ჟ) ტმ-ის პრინციპები, საფრენოსნო ვარგისობის შენარჩუნების წესები; ხარვეზჩენა; გაფრენისწინა დათვალიერება; უსაფრთხოების ზომები საწვავით გაწყობისას და კვების გარეწყაროების გამოყენება; საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინის სისტემები და აღჭურვილობა;
ბ.რ) ჩვეულ, განსაკუთრებულ და ავარიულ პირობებში ქმედებათა წესები;
ბ.ს) სატვირთო და სახიფათო ტვირთის გადაზიდვების წესები;
ფრენის საფუძვლები
ბ.ტ) აეროდინამიკის საფუძვლები;
სარადიოტელეფონო კავშირი
ბ.უ) სარადიოტელეფონო კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია.
გ) გამოცდილება:
გ.ა) კანდიდატმა ბორტინჟინრის მოვალეობების შესრულებისას, ბორტინჟინერ-ინსტრუქტორის ზედამხედველობით, იფრინა არანაკლებ 100 სთ. ამ ნაფრენში შეიძლება ჩაითვალოს საწაფზე შესრულებული ნაფრენი, არა უმეტეს 50 სთ-ის ოდენობით;
გ.ბ) თუ კანდიდატს აქვს პილოტის რანგში ნაფრენი, სააგენტო განსაზღვრავს ამ გამოცდილების ჩათვლის მიზანშეწონილობას და წინა ქვეპუნქტით მითითებული მოთხოვნების შემცირების ოდენობას;
გ.გ) კანდიდატმა, ბორტინჟინრის მოვალეობების შესრულებისას, ბორტინჟინერ-ინსტრუქტორის ზედამხედველობით, მიიღო საექსპლუატაციო გამოცდილება, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
გ.გ.ა) ჩვეულ პირობებში ქმედებები:
გ.გ.ა.ა) სხ-ის გაფრენისწინა დათვალიერება;
გ.გ.ა.ბ) საწვავით გაწყობის წესი, საწვავის ხარჯვის რეგულირება;
გ.გ.ა.გ) ტმ-ის საბუთების შემოწმება;
გ.გ.ა.დ) კაბინაში ჩვეული ქმედებები ფრენის ყველა საფეხურზე;
გ.გ.ა.ე) ეკიპაჟის წევრის შრომისუნარიანობის დაკარგვისას, ეკიპაჟში მოქმედებათა შეთანხმება და ქმედებათა წესები;
გ.გ.ა.ვ) ხარვეზჩენა;
გ.გ.ბ) განსაკუთრებულ პირობებში ქმედებები და ალტერნატიული პროცედურები:
გ.გ.ბ.ა) საბორტო სისტემების მუშაობაში გადაზრების ამოცნობა;
გ.გ.ბ.ბ) განსაკუთრებული და ალტერნატიული პროცედურების გამოყენება;
გ.გ.გ) ავარიულ ვითარებაში ქმედებათა წესები:
გ.გ.გ.ა) ავარიული ვითარების ამოცნობა;
გ.გ.გ.ბ) ავარიულ ვითარებაში ქმედებები;
დ) უნარი – კანდიდატმა უჩვენა ბორტინჟინრის, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მითითებული, ვალდებულებებისა და წესების შესრულების შესაძლებლობა და აგრეთვე უნარი:
დ.ა) ამოიცნოს და აკონტროლოს საშიშროების წარმომშობი ფაქტორები და შეცდომები (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემები: DOC 9868, 9683);
დ.ბ) საბორტო სისტემებით ისარგებლოს სხ-ის მახასიათებლებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით;
დ.გ) მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და ფრენისას განახორციელოს სათანადო დაკვირვება;
დ.დ) გამოიყენოს ცოდნა აერნაოსნობის დარგში;
დ.ე) შეასრულოს ერთიანი ეკიპაჟის წევრის ყველა მოვალეობა ისე, რომ მიღწეულ იქნეს წარმატებული შედეგები;
დ.ვ) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებთან დაამყაროს ქმედითი ურთიერთობა.
ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, კანდიდატი უნდა ფლობდეს II კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.
2. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, „ბორტინჟინრის მოწმობის“ მფლობელს უფლება ეძლევა ბორტინჟინრის დანიშნულება შეასრულოს სხ-ის ნებისმიერ ტიპზე. სხ-ის ის ტიპები, რომლებზეც ბორტინჟინერი მინიჭებულ უფლებებს განახორციელებს, მოწმობაში უნდა ჩაიწეროს ოსტატობის აღნიშვნის სახი