1. ბორტოპერატორის (სატვირთო საჰაერო ხომალდის ოპერატორის) მოწმობის გაცემისას, კანდიდატს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;

ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა „ბორტგამყოლის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:

ბ.ა) საქართველოს საჰაერო კოდექსი, საავიაციო კანონმდებლობა, ავიაკომპანიის სახელმძღვანელო საბუთები;

ბ.ბ) სხ-ის აგებულება, მისი სისტემებისა და დანადგარების ექსპლუატაცია;

ბ.გ) საჰაერო გადაზიდვები;

ბ.დ) საავიაციო უშიშროება; შიდასაობიექტო რეჟიმი;

ბ.ე) სხ-ის გაფრენისწინა და ფრენისშემდგომი დათვალიერება;

ბ.ვ) საბორტო საავარიო-სამაშველო საშუალებები და ავარიულ ვითარებაში მათი გამოყენების წესები; საავარიო-სამაშველო სამუშაოები;

ბ.ზ) სხ-ზე ტვირთის განთავსების წესები და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები; გაწონასწორება;

ბ.თ) სატვირთო სხ-ის საბორტო აღჭურვილობით სარგებლობა; ჩატვირთვისა და ჩამოტვირთვის წესები; უსაფრთხოების ტექნიკა;

ბ.ი) სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;

ბ.კ) სხ-ის სანიტარიული მდგომარეობა;

ბ.ლ) სხ-ის განსაკუთრებული აღჭურვილობა;

ბ.მ) მომსახურე ეკიპაჟის წევრების მოვალეობები და ურთიერთქმედება;

ბ.ნ) ეკიპაჟის წევრის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვისას ქმედებათა წესი;

გ. გამოცდილება:

გ.ა) ბორტოპერატორის მოწმობა გაიცემა კანდიდატის მიერ სდ-ში პირველადი მომზადებისა და, შეგირდის რანგში, ჩატვირთვა-ჩამოტვირთვის სრულციკლიანი 12 ფრენის შესრულების მერე;

გ.ბ) ნაფრენის უქონლობისას კანდიდატი სააგენტოში იღებს მოწმობას და ოსტატობის აღნიშვნას: „ბორტოპერატორი-შეგირდი“.

დ) უნარი – კანდიდატს შეუძლია სხ-ზე ტვირთის უვნებლობის საუზრუნველყოფო ზომების დროული და სწორი გატარება, სხ-ის სისტემებითა და აღჭურვილობით სარგებლობა, ბორტოპერატორისათვის განსაზღვრული საბუთების გაფორმება.

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, კანდიდატი უნდა ფლობდეს II კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.

2. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, „ბორტოპერატორის მოწმობის“ მფლობელს უფლება ეძლევა ბორტოპერატორის დანიშნულება შეასრულოს სხ-ის ნებისმიერ ტიპზე. სხ-ის ის ტიპები, რომლებზეც ბორტოპერატორი მინიჭებულ უფლებებს განახორციელებს, მოწმობაში უნდა ჩაიწეროს ოსტატობის აღნიშვნის სახი