1. ბორტრადისტის მოწმობის გაცემისას კანდიდატს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:
ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;
ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა ბორტრადისტის მოწმობის მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
საჰაერო სამართალი
ბ.ა) ბორტრადისტის მოწმობის მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი წესები და დებულებები; სმმ-ის შესაბამისი წესები და პრაქტიკა;
საფრენოსნო მახასიათებლები, დაგეგმვა და დატვირთვა
ბ.ბ) სმმ-ის მიზნებისათვის, ფრენის გეგმის მომზადება და წარდგენა;
ადამიანის შესაძლებლობები
ბ.გ) ადამიანის შესაძლებლობები ბორტრადისტთან შეფარდებით, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემები: DOC 9683).
მეტეოროლოგია
ბ.დ) საავიაციო მეტეოცნობების, რუკების, პროგნოზების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება; კოდები და შემოკლებები; ფრენისას, მეტეოინფორმაციის მიღების წესი; სიმაღლის გაზომვა;
ბ.ე) საავიაციო მეტეოროლოგია; აფრენა-დაფრენისა და მარშრუტზე ფრენის პირობებზე მოქმედი ამინდის განსაკუთრებული და სახიფათო მოვლენების მახასიათებლები.
ნაოსნობა
ბ.ვ) ფრენის წესები, ბორტრადისტთან შეფარდებით;
ბ.ზ) სხ-ის ნაოსნობისათვის აუცილებელი სანაოსნო სისტემებითა და ავიონიკით სარგებლობა, შეზღუდვები და საექსპლუატაციო საიმედობა;
ბ.თ) სარადიონაოსნო საშუალებების ამოცნობა;
ბ.ი) საბორტო აღჭურვილობის მუშაობა;
ბ.კ) ნაოსნობაში გამოყენებული განსაზღვრებები და საზომი ერთეულები.
საექსპლუატაციო წესები
ბ.ლ) AIP, №OTAM და მსგავსი სააერნაოსნო ინფორმაციით სარგებლობა, საავიაციო კოდები და შემოკლებები;
ფრენის საფუძვლები
ბ.მ) სხ-ების ფრენის საფუძვლები;
სარადიოტელეფონო კავშირი
ბ.ნ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა, არანაკლებ მე-4 დონეზე (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით).
გ) გამოცდილება – კანდიდატმა:
გ.ა) წარმატებით დაამთავრა პირველადი მომზადების კურსი;
გ.ბ) ბორტრადისტის დანიშნულების შესრულებისას, სამარშრუტო ფრენებზე, ინსტრუქტორის (უფლებამოსილი პირის) ზედამხედველობით, იფრინა არანაკლებ 60 სთ.;
გ.გ) ნაფრენის უქონლობისას, კანდიდატი სააგენტოში იღებს მოწმობას და ოსტატობის აღნიშვნას: „ბორტრადისტი-შეგირდი“.
დ) უნარი – კანდიდატმა სამარშრუტო ფრენებზე უჩვენა სხ-ის ბორტრადისტის მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა და, აგრეთვე – უნარი:
დ.ა) სხ-ის რადიომოწყობილობების ექსპლუატაცია და რეგულირება, საექსპლუატაციო მდგომარეობის ვიზუალური დათვალიერება, უწესივრობის აღმოსაჩენად აუცილებელ ფარგლებში;
დ.ბ) სარადიოტელეფონო კავშირის სათანადოდ წარმართვა და ფრაზეოლოგიის ცოდნა.
ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, კანდიდატი უნდა ფლობდეს II კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.
2. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, „ბორტრადისტის მოწმობის“ მფლობელს უფლება ეძლევა ბორტრადისტის დანიშნულება შეასრულოს სხ-ის ნებისმიერ ტიპზე. სხ-ის ის ტიპები, რომლებზეც ბორტრადისტი მინიჭებულ უფლებებს განახორციელებს, მოწმობაში უნდა ჩაიწეროს ოსტატობის აღნიშვნის სახი