1. სახელმწიფო ავიაციის უწყების ავიასპეციალისტს მოწმობა მიეცემა, თუ ის საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში იწყებს მუშაობას.
2. მოწმობის გაცემისას, სააგენტოს მთავარი ამოცანა ამ კანდიდატის ოსტატობის განსაზღვრაა. ოსტატობის დონის შემოწმებისას დგინდება, თუ კანდიდატი რა სახეობის მოწმობას იმსახურებს.
3. სახელმწიფო ავიაციის უწყების ავიასპეციალისტისათვის მოწმობის გაცემა და ოსტატობის განსაზღვრა ხორციელდება ამ წესების 30-ე მუხლის მე-2-4 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.
4. თუ მოწმობის მიღების კანდიდატი საფრენოსნო ეკიპაჟის წევრია, მოწმობის გასაცემად ამ წესებით გათვალისწინებული ნაფრენი შეიძლება შემცირდეს, რის ოდენობასაც სააგენტო განსაზღვრავ