1. სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობა შეიძლება გამოიცვალოს ან აღიარებულ იქნეს სააგენტოს მიერ.
2. მოწმობის გამოცვლის კანდიდატი ვალდებულია:
ა) გაიაროს სამედიცინო შემოწმება (საჭიროებისას);
ბ) ჩააბაროს თეორიული გამოცდები;
გ) გაიაროს საფრენოსნო (პრაქტიკული მუშაობის) შემოწმება.
3. თეორიულ გამოცდებსა და პრაქტიკული მუშაობის შემოწმებას კანდიდატი გადის ამ წესებით გათვალისწინებული მოცულობით, განცხადებული მოწმობის სახეობის შესაბამისად, ამასთან, ეს მოცულობა შეიძლება შემცირდეს სააგენტოს გადაწყვეტილებით.
4. ავიასპეციალისტს წინანდელი ოსტატობა უნარჩუნდება, თუკი მან თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე სათანადო ცოდნა და უნარი გამოავლინა.
5. იმ შემთხვევაში, როცა სააგენტო გამოცვლის ნაცვლად აღიარებს სხვა ქვეყნის მიერ გაცემულ მოწმობას, გაიცემა მოწმობის ჩანართი, რითაც დასტურდება, რომ იგი საქართველოს ავიასპეციალისტის მოწმობის დონეზეა ქმედითუნარიანი.
6. ჩანართის მოქმედების ვადა მოწმობის მოქმედების ვადის ფარგლებში უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ავიასაწარმოს ხელმძღვანელის შუამდგომლობით შესაძლებელია ჩანართის ხელმეორედ გაცემა.
7. სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მოწმობის აღიარება ტარდება მხოლოდ იმ ავიასპეციალისტებისათვის, რომლებიც ფრენენ, ან ემსახურებიან „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში“ შეტანილ ხომალდებს.
8. საქართველოს ის ავიასაწარმო, სადაც ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარებით დაინტერესებულმა ავიასპეციალისტმა უნდა იმუშაოს, სააგენტოს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს ამ ავიასპეციალისტის:
ა) ავიასპეციალისტის მოწმობას ან მოწმობის ასლს;
ბ) ბოლო საფრენოსნო (პრაქტიკული მუშაობის) შემოწმების დამადასტურებელ საბუთს, რომლის ვადა უნდა შეესაბამებოდეს იკაოს ნორმებს, ავიასპეციალისტის სპეციალობისა და დაშვებების მიხედვით;
გ) საწაფზე ბოლო შემოწმების დამადასტურებელ საბუთს;
დ) პილოტის, ნაოსნისა და ბორტრადისტისათვის – ინგლისური ენის ცოდნის, არანაკლებ მე-4 დონის (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით) დამადასტურებელ ჩანაწერს მოწმობაში;
ე) სამედიცინო სერტიფიკატის ასლს (სხ-ს ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის გარდა);
ვ) მოწმობის მონაცემების დადასტურებას, მოწმობის გამცემი საავიაციო ხელისუფლების მიერ, ამ „წესების” №15 დანართით გათვალისწინებული ფორმით ან №15 დანართის შესაბამისი დოკუმენტი;
ზ) პილოტი, ნაოსანი და ბორტრადისტისათვის – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით (იკაოს სკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით) ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო გასცემს ავიასპეციალისტის მოწმობის ჩანართს აღიარების შესახებ, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინგლისური ტექსტით. ჩანართში აღინიშნება მოქმედების ვადა. ჩანართს ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი. ჩანართს ესმება თარიღი და ბეჭედი.
(ჩანართის ინგლისური ტექსტი: This certificate, particulars of which below, is hereby validate under Article 1.2.2.1. of Annex 1 of ICAO until “-----------------“.
Signature, Head of the CAA. Date.
10.
სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით (იკაოს სკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით) ჩაბარების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ ავიასპეციალისტებს:
ა) რომლებიც ფლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ გაცემულ მოწმობას და აქვთ
ინგლისური ენის ცოდნის მე-5 ან მე-6
დონე
(იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით);
ბ) რომელთათვისაც ინგლისური ენა არის მშობლიური ენა;
გ) რომლებიც შეიძლება გამოიყენონ ერთჯერადი ფრენების განსახორციელებლად. მათ აგრეთვე არ მოეთხოვებათ
მოწმობის მონაცემების დადასტურება, მოწმობის გამცემი საავიაციო ხელისუფლების მიერ, ამ „წესების” №15 დანართის
შესაბამისი ფორმი