1. ამ მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიღების კანდიდატს შემდეგი მოთხოვნები წაეყენება:
ა) ცოდნა: კანდიდატმა გამოავლინა სახელსაწყო ფრენის უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
საჰაერო სამართალი
ა.ა) წესები, რაც სახელსაწყო ფრენას და სმმ-ს ეხება;
საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე საერთო ცოდნა
ა.ბ) სფწ-ით ფრენისას, სხ-ის მართვისა და ნაოსნობისათვის აუცილებელი საბორტო ავიონიკით სარგებლობა, შეზღუდვები და საექსპლუატაციო ვარგისობა; ავტოპილოტის გამოყენება და შეზღუდვები;
ა.გ) კომპასები; საბრუნი შეცდომა და შეცდომა აჩქარების ზემოქმედების გამო; გიროსკოპული ხელსაწყოები, მათი საექსპლუატაციო შეზღუდვები და პრეცესიის ზემოქმედება; საპილოტაჟო ხელსაწყოების უწესივრობისას მოქმედებათა წესები და ქმედებათა თანამიმდევრობა;
საფრენოსნო მახასიათებლები და დაგეგმვა
ა.დ) სფწ-ით ფრენის შესაბამისი გაფრენისწინა მომზადება და შემოწმება;
ა.ე) ფრენის დაგეგმვა; სმმ-ის მიზნებისათვის სფწ-ით ფრენის გეგმების მომზადება და წარდგენა; სიმაღლსაზომის დაყენების წესი;
ადამიანის შესაძლებლობები
ა.ვ) ადამიანის შესაძლებლობები სხ-ების განხილულ სახეობასთან შეფარდებით;
მეტეოროლოგია
ა.ზ) საავიაციო მეტეოროლოგიის ცოდნა; რუკებით, ცნობებითა და პროგნოზებით სარგებლობა; კოდები და შემოკლებები; მეტეოინფორმაციის მიღებისა და გამოყენების წესები; სიმაღლის გაზომვა;
ა.თ) ძრავის, პლანერისა და ხრახნის შემოყინვის მიზეზები, მისი ამოცნობა და შედეგები; ფრონტალური არეების გავლის წესები; სახიფათო მეტეოპირობების შემოვლა, მათთვის თავის არიდება;
ნაოსნობა
ა.ი) პრაქტიკული აერნაოსნობა, სარადიონაოსნო საშუალებების მეშვეობით;
ა.კ) გაფრენის, მარშრუტზე ფრენის, დასაფრენი მანევრის შესრულებისა და დაფრენის ეტაპზე განთავსებული სანაოსნო სისტემებით სარგებლობა, მათი სიზუსტე და საიმედობა; სარადიონაოსნო საშუალებების ამოცნობა;
საექსპლუატაციო წესები
ა.ლ) AIP, NOTAM, საავიაციო კოდები და შემოკლებები, გასაფრენი, მარშრუტზე საფრენი, დასაშვები და ხელსაწყოების მეშვეობით დასაფრენად შესასვლელი სანაოსნო საბუთების ცოდნა;
ა.მ) სიფრთხილის ზომები და ავარიულ ვითარებაში მოქმედების წესები; სფწ-ით ფრენისას უსაფრთხოების ზომები;
სარადიოტელეფონო კავშირი
ა.ნ) სფწ-ით ფრენისას სარადიოტელეფონო კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; კავშირის დაკარგვისას საჭირო ქმედებები;
ბ) გამოცდილება:
ბ.ა) კანდიდატი ფლობს მოყვარული ან უფრო მაღალი კლასის პილოტის მოწმობას;
ბ.ბ) კანდიდატმა იფრინა, არანაკლებ:
ბ.ბ.ა) 50 სთ. სამარშრუტო ფრენებზე, მეთაურის რანგში, საიდანაც არანაკლებ 10 სთ. უნდა იყოს სხ-ის განხილულ სახეობაზე ნაფრენი;
ბ.ბ.ბ) 40 სთ. სხ-ებზე ხელსაწყოების მეშვეობით, საიდანაც არა უმეტეს 20 სთ. (ან 30 სთ., თუკი საპილოტაჟო საწაფი გამოიყენება) შეიძლება იყოს ხელსაწყოებით სახმელეთო წვრთნის დრო. სახმელეთო წვრთნა ტარდება უფლებამოსილი ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით.
გ) საფრენოსნო მომზადება:
გ.ა) კანდიდატს აქვს, ორმაგსამართიან სხ-ზე, პილოტ-ინსტრუქტორთან ერთად, არანაკლებ 10 სთ. სახელსაწყო ნაფრენი. ინსტრუქტორი უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ საექსპლუატაციო გამოცდილების მიღებას, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
გ.ა.ა) გაფრენისწინა მომზადება, რომელიც მოიცავს სფწ-ით ფრენის გეგმის მომზადებისას სეს-ისა და სმმ-ის შესაბამისი საბუთების გამოყენებას;
გ.ა.ბ) გაფრენისწინა დათვალიერება; საკონტროლო შემოწმებათა ნუსხით სარგებლობა მიმოსვლის დაწყებისა და აფრენის წინ;
გ.ა.გ) ჩვეულ, განსაკუთრებულ და ავარიულ პირობებში სფწ-ით ფრენისას ქმედებათა წესები და მანევრები, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
გ.ა.გ.ა) აფრენის მერე სახელსაწყო ფრენაზე გადასვლა;
გ.ა.გ.ბ) სახელსაწყო გაფრენისა და მოფრენის სტანდარტული სქემები;
გ.ა.გ.გ) მარშრუტზე სფწ-ით ფრენის სქემები;
გ.ა.გ.დ) მოსაცდელ არეში ფრენა;
გ.ა.გ.ე) დადგენილი მინიმუმით დასაფრენად სახელსაწყო შესვლა;
გ.ა.გ.ვ) მეორე წრეზე წასვლის წესები;
გ.ა.გ.ზ) დასაფრენად სახელსაწყო შესვლის მერე დაფრენის შესრულება.
გ.ბ) თუ ავიასპეციალისტმა სახელსაწყო ფრენები რამდენიმეძრავიან სხ-ზე უნდა შეასრულოს, იგი მომზადებას გადის ორმაგსამართიან სხ-ის განხილულ სახეობაზე, პილოტ-ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით. ინსტრუქტორი კანდიდატს გადასცემს ერთი გამორთული ძრავით (ან მისი მიბაძვით) სახელსაწყო მართვის გამოცდილებას.
დ) უნარი: კანდიდატმა გამოავლინა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მითითებული სქემებისა და მანევრების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობა და, აგრეთვე, უნარი:
დ.ა) ამოიცნოს და აკონტროლოს საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორები (იხ. DOC 9868, 9683);
დ.ბ) განცხადებული სხ-ის სახეობა მართოს მისი შეზღუდვების ფარგლებში;
დ.გ) ნებისმიერი მანევრი შეასრულოს ნარნარად და ზუსტად;
დ.დ) მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და ფრენისას განახორციელოს სათანადო თვალთვალი და დაკვირვება;
დ.ე) გამოიყენოს ცოდნა აერნაოსნობის დარგში;
დ.ვ) სხ მართოს ისე, რომ უზრუნველყოს ნებისმიერი სქემისა თუ მანევრის წარმატებით შესრულება.
2. სახელსაწყო ფრენის უფლება სხ-ის რამდენიმე სახეობაზე შეიძლება გაიცეს ერთი ოსტატობის აღნიშვნით, თუ კანდიდატი ამ სახეობებისათვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ერთძრავიან სხ-ზე სახელსაწყო ფრენის უფლების მისაღებად, საფრენოსნო შემოწმება უნდა განხორციელდეს ერთძრავიან სხ-ზე, ხოლო მრავალძრავიანზე ფრენის უფლების მისაღებად – მრავალძრავიან სხ-ზე.
3. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით კანდიდატი უნდა ფლობდეს I კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.
4. სახელსაწყო ფრენის წესებით ფრენის უფლების მოქმედების ვადაა ერთი წელი, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საფრენოსნო ან საწაფზე შემოწმებით ოსტატობის ვადის გასვლამდე ბოლო 3 თვის განმავლობაში. ოსტატობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ სახელსაწყო ფრენის წესებით ფრენის უფლების აღსადგენად საჭიროა საფრენოსნო შემოწმების გავლა.
5. თუ სახელსაწყო ფრენის წესებით ფრენის უფლება არ განახლებულა ან გაგრძლებულა 7 წლის განმავლობაში, უფლების მფლობელმა უნდა ჩააბაროს შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდებ