ვერტმფრენი, რომლის სერტიფიცირებული ასაფრენი მაქსიმალური მასა აღემატება 7000 კგ-ს აღჭურვილი უნდა იყოს CVR-ით. თუ ვერტმფრენი არ არის აღჭურვილი FDR-ით, მაშინ CVR-ზე სულ მცირე, რეგისტრირებული უნდა იყოს მზიდი ხრახნის ბრუნვის რაოდენობა.
ვერტმფრენი, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1987 წლის 1 იანვრის შემდეგ და რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 3175 კგ-ს, აღჭურვილი უნდა იყოს CVR-ით. თუ ვერტმფრენი არ არის აღჭურვილი FDRით, მაშინ CVR-ზე სულ მცირე, რეგისტრირებული უნდა იყოს მზიდი ხრახნის ბრუნვის რაოდენობა.
დაუშვებელია CVR-ისა და CARS-ის გამოყენება, რომლებიც ახორციელებენ ჩანაწერებს მაგნიტურ ლენტზე ან მავთულზე.
ვერტმფრენი, რომელიც ექვემდებარება CVR-ით აღჭურვას, უნდა აღიჭურვოს ისეთი CVR-ით, რომელსაც შეეძლება სულ მცირე ბოლო 2 საათის განმალობაში ჩაწერილი ინფორმაციის შენახვ