1. ნებისმიერი ვერტმფრენი, რომელსაც გააჩნია I და II კლასის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლები, უნდა იყოს აღჭურვილი სულ ცოტა ერთი ავტომატური ELT-ით. ხოლო თუ ფრენა ხორციელდება ამ წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ერთი ავტომატური ELT-ით და ერთი ELT (S)-ით სამაშველო ტივზე ან სამაშველო ჟილეტზე.

2. ნებისმიერი ვერტმფრენი, რომელსაც გააჩნია III კლასის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლები უნდა იყოს აღჭურვილი სულ ცოტა ერთი ავტომატური ELT-ით. ხოლო თუ ფრენა ხორციელდება ამ წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით ერთი ავტომატური ELT-ით და ერთი ELT (S)-ით სამაშველო ტივზე ან სამაშველო ჟილეტზე.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების  შესაბამისად დამონტაჟებული ELT უნდა  აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის მე-3 ტომის მოთხოვნებ