1. თუ ვერტმფრენი აღჭურვილია დაფრენის ავტომატური სისტემით, HUD ან ექვივალენტური ინდიკატორებით, EVS, SVS ან CVS-ით ან მათი ნებისმიერი კომბინაციით, მათი გამოყენება ნებადართული უნდა იყოს სააგენტოს მიერ.

შენიშვნა: HUD-ის და ექვივალენტური ინდიკატორების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის მაკავშირებელი მონაცემები RTCA და EUROCAE დოკუმენტებთან, მოცემულია „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის  სახელმძღვანელოში“ (DOC 9365).

2. ავტომატური დაფრენის სისტემით, HUD-ით ან ექვივალენტური ინდიკატორებით, EVS, SVS ან CVS-ის საექსპლუატაციო ნებართვის გაცემა ხორციელდება „სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის  31 მარტის  №70 ბრძანების შესაბამისად