1. ვერტმფრენის სანაოსნო აღჭურვილობა უნდა უზრუნველყოფდეს ფრენას:
ა) ფრენის სამუშაო გეგმის შესაბამისად; და
ბ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, (თუ უფლებამოსილი ორგანო არ კრძალავს), როდესაც ვფწ-ით ნაოსნობა ხორციელდება მიწისზედა ორიენტირებთან ვიზუალური კონტაქტის დამყარებით. საერთაშორისო საერთო დანიშნულების ავიაციისათვის მიწისზედა ორიენტირები უნდა იყოს ერთმანეთისაგან არუმეტეს 110 კმ-ის(60 საზღვაო მილი) დაშორებით;
2. იმ რაიონში/მარშრუტზე ფრენისას, სადაც დადგენილია სანაოსნო სპეციფიკაცია- PВN ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა:
ა) ვერტმფრენზე უნდა იყოს ისეთი სანაოსნო აღჭურვილობა, რომელიც საშუალებას მისცემს ფრენა შესრულდეს დადგენილი სანაოსნო სპეციფიკაციების შესაბამისად; და
ბ) საფრენოსნო სახელმძღვანელოში ან მწარმოებლის ან რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ ვერტმფრენის რომელიმე დოკუმენტში შეტანილი უნდა იყოს ინფორმაცია სანავიგაციო სპეციფიკაციის თავისებურებების შესახებ;
გ) ინფორმაცია სანავიგაციო სპეციფიკაციის თავისებურებასთან დაკავშირებით ასახული უნდა იყოს ვერტმფრენის მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალში.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა, რომელიც ეხება ვერტმფრენის სანავიგაციო აღჭურვილობის მახასიათებლების დოკუმენტაციას მოცემულია იკაოს Doc-ში 9613.
3. იმ რაიონებში ფრენებისათვის, სადაც PBN ნაოსნობისთვის დადგენილია სანავიგაციო სპეციფიკაცია, ექსპლუატანტმა უნდა დაადგინოს და დოკუმენტებში აღწეროს:
ა) ნორმალურ და არანორმალურ ვითარებაში, მათ შორის, გაუთვალისწინებელ ვითარებებში მოქმედების პროცედურები;
ბ) საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადების და კვალიფიკაციის მოთხოვნები შესაბამისი სანავიგაციო სპეციფიკაციის მიხედვით;
გ) შესაბამისი პერსონალის სასწავლო პროგრამები მათი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე;
დ) სანავიგაციო სპეციფიკაციის შესაბამისად ტექნიკური მომსახურების პროცედურები საფრენად ვარგისობის შესანარჩუნებლად.
შენიშვნა: 1. ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დართის შესაბამისად PВN ფრენებით გამოწვეული რისკების შეფასებისა და შემცირების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის სახელმძღვანელოში – Doc 9997.
2. ელექტრონული სანავიგაციო მონაცემების მართვა სტანდარტული და არასტანდარტული პროცედურების ინტეგრირებული ნაწილია.
4. PBN ნაოსნობით ფრენები ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომელიც გაიცემა „სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის N70 ბრძანების შესაბამისად.
შენიშვნა: PBN-ით ფრენებზე ნებართვის გაცემის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 9997 .
5. ვერტმფრენი აღჭურვილი უნდა იყოს სანაოსნო ხელსაწყოებით ისე, რომ ფრენის ნებისმიერ ეტაპზე ერთი მათგანის მტყუნებისას, დანარჩენი ხელსაწყოების მეშვეობით შეეძლოს გააგრძელოს ფრენა ამ მუხლის პირველი და/ან მე-2 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც დაფრენა სახელსაწყო მეტეოპირობებში იგეგმება, ვერტმფრენს უნდა ჰქონდეს ისეთი სანაოსნო აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც მიაღწევს იმ წერტილში, საიდანაც ვიზუალური დაფრენა იქნება შესაძლებელი. ეს მოთხოვნა ვრცელდება, როგორც დანიშნულების, ასევე, ნებისმიერი სათადარიგო ვერტოდრომისათვი