1. მესაკუთრემ/მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს ვერტმფრენზე ჩატარებული ყველა ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შემდეგი მონაცემების აღრიცხვა:

ა) ვერტმფრენის და მასზე დამონტაჟებული ექსპლუატაციის შეზღუდული ვადის მქონე ნებისმიერი კომპონენტის ნაფრენი საერთო დრო (საათები, კალენდარული დრო, ციკლები და დაფრენები), რომელიც ინახება ვერტმფრენის ან კომპონენტის ექსპლუატაციიდან სამუდამოდ მოხსნიდან მინიმუმ 90 დღის განმავლობაში;

ბ)   ვერტმფრენის  მიმდინარე მდგომარეობის (სტატუსების) შესაბამისობა ფრენის ვარგისობის ყველა მოთხოვნასთან, რომელიც ინახება ვერტმფრენის ან კომპონენტის ექსპლუატაციიდან სამუდამოდ მოხსნიდან მინიმუმ 90 დღის განმავლობაში;

გ) ვერტმფრენზე რემონტების და მოდიფიკაციების შესრულების ჩანაწერები, რომელიც ინახება ვერტმფრენის ან კომპონენტის ექსპლუატაციიდან სამუდამოდ მოხსნიდან მინიმუმ 90 დღის განმავლობაში;

დ) ვერტმფრენის და მასზე დამონტაჟებული ექსპლუატაციის შეზღუდული ვადის მქონე ნებისმიერი კომპონენტის ექსპლუატაციაში ყოფნის დრო (საათები, კალენდარული ვადები და ციკლები) მათი ბოლო ან სავალდებულო რემონტის შემდეგ, რომელიც ინახება ვერტმფრენის ან კომპონენტის ექსპლუატაციიდან სამუდამოდ მოხსნიდან მინიმუმ 90 დღის განმავლობაში;

ე) ვერტმფრენის მიმდინარე მდგომარეობის ტექმომსახურების პროგრამასთან შესაბამისობის/მონაცემების ჩანაწერები, რომელიც ინახება ვერტმფრენის ან კომპონენტის ექსპლუატაციიდან სამუდამოდ მოხსნიდან მინიმუმ 90 დღის განმავლობაში;

ვ) ვერტმფრენის ტექნიკური მომსახურების დეტალური ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს სამუშაოების შესრულებას (ხელმოწერით და ექსპლუატაციაზე დაშვებით), რომელიც ინახება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.

2. ჩანაწერები, რომლებიც ინახება და გადაეცემა ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად,  დაცული უნდა იყოს ისეთი ფორმით და ფორმატით, რომ შესაძლებელი იყოს მათი წაკითხვა, უსაფრთხოება და სრულყოფა ნებისმიერ დრო