1. ნებისმიერი სხ აღჭურვილი უნდა იყოს იმ ხელსაწყოებით რომლითაც საფრენოსნო ეკიპაჟს საშუალება ეძლევა აკონტროლოს სხ-ის ფრენის ტრაექტორია, შეასრულოს დადგენილი მანევრები და დაიცვას ექსპლუატაციის სავარაუდო პირობებისათვის განსაზღვრული საექსპლუატაციო შეზღუდვები.

2. ექსპლუატანტი ვალდებულია, სხ აღჭურვოს სამედიცინო დახმარების კომპლექტებით. მათ შორის - პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქით, რომელიც უნდა უნდა განთავსდეს სამგზავრო სალონში, ბორტგამყოლებისათვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას. სამედიცინო დახმარების კომპლექტის  რაოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები:

ა)  ორზე -  100- 199 -მდე სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ისათვის;

ბ)  სამზე - 200 - 299  -მდე სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ისათვის;

გ) ოთხზე - 300 და მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ისათვის.

3. იმ სხ-ზე, სადაც არის 30-ზე მეტი სამგზავრო ადგილი და ფრენა იგეგმება 1სთ-ზე უფრო მეტ საფრენ მანძილზე, უნდა იდოს გადაუდებელი დახმარების აფთიაქი. მისი გამოყენება შეუძლია კვალიფიცირებულ ექიმს ან კვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალს. იგი დაცული უნდა იყოს მტვრისა და ნესტისაგან. უნდა იდოს მგზავრებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

4. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს ორივე სამედიცინო კომპლექტის შიგთავსის პერიოდული შემოწმება და შევსება, ვარგისობის ვადების მიხედვით.

5. ექსპლუატანტი ვალდებულია, ფრენა შეასრულოს მობილური ცეცხლსაქრობებით, რომლებიც უნდა განთავსდეს ეკიპაჟის კაბინაში, სამგზავრო სალონში და, საჭიროებისას - სატვირთო ნაკვეთურებში და სამზარეულოში, შემდეგი წესების შესაბამისად:

ა) ცეცხლსაქრობი პრეპარატის ტიპი და ოდენობა საკმარისი უნდა იყოს მისი განთავსების ნაკვეთურში ხანძრის ჩასაქრობად, სამგზავრო სალონში კი მინიმუმამდე დაყვანილი მომწამლავი აირების სახიფათო დაგროვება.

ბ) დიფტორქლორბრომმეთანით (Halon 1211 ან CBrCLF2) ან ტოლფასოვანი საქრობი შემადგენლობით გაწყობილი ერთი ცეცხლსაქრობი მაინც ეკიპაჟის კაბინაში ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა განთავსდეს;

გ) თითო ცეცხლსაქრობი მაინც უნდა განთავსდეს ძირითადი სამგზავრო სალონის გარეთ მდებარე ყოველ ბუფეტ-სამზარეულოში ან მათ უშუალო სიახლოვეს, ხელმისაწვდომ ადგილზე;

დ) თითო ცეცხლსაქრობი მაინც უნდა განთავსდეს A და B კლასის ყოველ სატვირთო/საბარგო ნაკვეთურში, აგრეთვე E კლასის სატვირთო ნაკვეთურში, თუ იქ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს შესვლა შეეძლებათ ფრენის დროს.

ე) სამგზავრო სალონში მობილური ცეცხლსაქრობები უნდა განთავსდეს შემდეგი რაოდენობით:

ე.ა) 7 – 30 სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ისათვის  -  1 ცეცხლსაქრობი;

ე.ბ) 31 - 60 სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ისათვის - 2 ცეცხლსაქრობი;

ე.გ) 61 -200 სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ისათვის -  3 ცეცხლსაქრობი;

ე.დ) 201 – 300 სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ისათვის - 4 ცეცხლსაქრობი;

ე.ე) 301 – 400 სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ისათვის - 5 ცეცხლსაქრობი;

ე.ვ) 401 – 500 სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ისათვის - 6 ცეცხლსაქრობი;

ე.ზ) 501 – 600 სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ისათვის - 7 ცეცხლსაქრობი;

ე.თ) 600-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ისათვის - 8 ცეცხლსაქრობი;

6. თვიმთფრინავი  აღჭურვილი უნდა იყოს:

ა) სავარძელით ყოველი პირისათვის, ასევე საბავშვო ბადიებით;

ბ) ღვედებით ყველა სავარძელზე, და შემზღუდი ღვედით ყოველ საბავშვო ბადიაზე;

გ) მისაბმელი სისტემებით საფრენოსნო ეკიპაჟის ნებისმიერ სავარძელზე, რომელიც  ავტომატურად ზღუდავს პილოტის სხეულის მოძრაობას მკვეთრი დამუხრუჭების შემთხვევაში, და მოწყობილობით რომელიც შეზღუდავს პილოტის ჩარევას სხ მართვაში შრომის უნარიანობის უეცარი დაკარგვისას. მისაბმელ სისტემაში შედის სამხრე და წელის ღვედები, რომლის მოხმარებაც  შესაძლებელია ცალ-ცალკე.

დ) საშუალებებით შემდეგი ინფორმაციის და მითითებების შეტყობინებისათვის:

დ.ა) როდის უნდა იყოს შეკრული უსაფთხოების ღვედები;

დ.ბ) იმ შემთხვევაში თუ სხ-ზე არის გათვალისწინებული ჟანგბადის აღჭურვილობა, მისი მოხმარების წესები;

დ.გ) შეზღუდვა თამბაქოს მოწევის თაობაზე;

დ.დ) სამაშველო ჟილეტების ან ანალოგიური სატივტივე საშუალებების განთავსების ადგილები და მოხმარების წესები, იმ სხ-ბზე, სადაც ეს არის გათვალისწინებული;

დ.ე) საავარიო გასასვლელების განთავსების ადგილები და გაღების წესები

ე) სათადარიგო, ფრენისას შესაცვლელად, მისადგომ ადგილას განთავსებული, შესაბამისი ზომის ელექტროდამცავებით.

ვ)  სტაციონარული ცეცხლმაქრით, რომლის აღჭურვილობა დამონტაჟებული უნდა იყოს პირსახოცების, ქაღალდების და სხვა ნარჩენებისათვის განკუთვნილ ბუნკერებში და განლაგებული უნდა იყოს იმ სხ-ებზე, რომლის ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი  გაცემულია 2011 წლის 31 დეკემბრის შემდეგ. ნებისმიერი გადასატანი ცეცხლმაქრის შემადგენლობა სხ-ებზე, რომლის ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი გაიცემა 2016 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, არ უნდა შედიოდეს მონრეალის ოქმის (1987 წ.) დანართი A (ჯგუფი II). ჩამოთვლილ ნივთიერებათა ნუსხაში.

7. აკრძალულია სამოქალაქო სხ-ს ფრენა, თუ მასზე არ არის შემდეგი საბუთები:

ა) სხ-ს რეგისტრაციის მოწმობა;

ბ) სხ-ს საფრენად ვარგისობის მოწმობა;

გ) ბორტჟურნალი (საფრენოსნო დავალება);

დ) სხ-ს რადიოსაშუალებებით სარგებლობის ნებართვა;

ე) მგზავრების სია, დაფრენისა და დანიშნულების პუნქტების მითითებით;

ვ) სატვირთო მანიფესტი, ტვირთზე განსაკუთრებული ინფორმაციის ჩათვლით;

ზ) სხ-ს ტექნიკური ჟურნალი;

თ) სხ-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატი და სხ-ის სპეციფიკაციების დანართი (საჭიროებისას);

ი) ხმაურის მოწმობა (საჭიროებისას);

კ) სეს;

ლ) ფშს, ან მისი ნაწილი – რაც შესასრულებელ სამუშაოს ეხება;

მ) MEL;

ნ) II და III კატეგორიის მეტეომინიმუმების პირობებში ფრენების სახელმძღვანელო;

ო) შევსებული და რეგისტრირებული ფრენის გეგმა, სმმ-ისათვის;

პ) NOTAM-ი;

ჟ) ფრენის გეგმის შესაბამისად საჭირო მეტეოინფორმაცია;

რ) დატვირთვისა და გაწონასწორების საბუთები;

ს) ფრენის მარშრუტების რუკები და დიაგრამები, ფრენის გეგმიდან შესაძლო გადახრების გათვალისწინებით;

ტ) ეკიპაჟის ფრენისშემდგომი შეტყობინებების ფორმების ნიმუშები;

უ) საერთაშორისო რეისზე – საბაჟო დეკლარაცია;

ფ) საქართველოს და სხვა, ამ ფრენასთან დაკავშირებული, სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი საბუთი.

ქ) ავარიული და სამაშველო აღჭურვილობის საკონტროლო ფურცელ(ებ)ი და მისი გამოყენების ინსტრუქცია;

ღ) საკონტროლო ფურცლები, რომლებშიც გაწერილია საავარიო ვითარებების დროს მომსახურე ეკიპაჟის მოქმედებების თანამიმდევრობა, საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟის კოორდინირებული მოქმედებების გათვალისწინებით.

8. სხ-ს მეთაური ვალდებულია, საავიაციო ხელისუფლების უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე, შეუფერხებლად წარუდგინოს მას სხ-ზე არსებული ნებისმიერი საბუთი.

9. თუ  ფუზელაჟზე გათვალისწინებულია იმ ადგილების მონიშვნა, სადაც სამაშველო ჯგუფს შეუძლია ფუზელაჟის მექანიკური გახსნა,მონიშვნა ხდება წითელი ან ყვითელი საღებავით.

10. თუ მანძილი ორ კუთხოვან ნიშანს შორის აღემატება 2მ-ს, დამატებით უნდა იყოს მონიშნული შუალედური ხაზი 9,3 სმ ზომის, იმის გათვლით, რომ მანძილი არ აღემატებოდეს 2მ-ს.

ეს სტანდარტი არ ნიშნავს, რომ ყველა ტიპის სხ-ზე უნდა იყოს გათვალისწინებული ფუზელაჟის საავარიო გახსნის ადგილები.

11. ფიუზელაჟის საავარიო გახსნის ადგილების მონიშვნა იხილეთ ამ წესის მე-6 დანართშ