1. საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟის მიერ თავიანთი მოვალეობების სათანადო დონეზე შესრულების მიზნით, ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს ეკიპაჟის წევრებისათვის დადგენილი საფრენოსნო, სასამსახურო-საფრენოსნო, სასამსახურო და დასვენების დროის ნორმების დაცვა.
2 ექსპლუატანტი, რომელსაც სააგენტო ანიჭებს უფლებას გამოიყენოს დაღლილობასთან დაკავშირებული ფრენების უსაფრთხოებაზე მოქმედი რისკების მართვის სისტემა (FRMS) ვალდებულია შეიმუშაოს საფრენოსნო, სასამსახურე-საფრენოსნო, სასამსახურო და დასვენების დროის ნორმები სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
შენიშვნა: FRMS-ის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ამ წესის მე-8 დანართში.
3. თუ ექსპლუატანტი იყენებს FRMS-ს, ის უნდა იყოს ინტეგრირებული SMS-თან.
4. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს საფრენოსნო, სასამსახურე-საფრენოსნო, სასამსახურო და დასვენების დროის აღრიცხვა ყოველი თანმიმდევრული დღე-ღამის, 28 დღის და 365 დღის პერიოდში.
სხ-ის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების საექსპლუატაციო შეზღუდვე