1. ექსპლუატანტი, რომელიც ასრულებს მარშრუტის რომელიმე მონაკვეთიდან სათადარიგო აეროდრომამდე 60 წუთზე მეტი ხანგრძლივობის მარშრუტზე ფრენებს, უზრუნველყოფს, რომ:
ა) განსაზღვრული იყოს მარშრუტზე სათადარიგო აეროდრომები;
ბ) სხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟებს მიეწოდებოდეთ უკანასკნელი ინფორმაცია მარშრუტზე დაგეგმილი სათადარიგო აეროდრომების შესახებ, ფრენების შესრულების სტატუსის და მეტეოპირობების ჩათვლით.
გ) ორძრავიანი აირტურბინიანი სხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟს მიეწოდება უკანასკნელი ინფორმაცია მასზედ, რომ მარშრუტზე დაგეგმილი სათადარიგო აეროდრომების პირობები შეესაბამება ან მეტია მისი გამოყენების დროისთვის ექსპლუატანტის მიერ დადგენილ საექსპლუატაციო მინიმუმებს.
შენიშვნა: ამ წესების მე-12 დანართში აღწერილია ამ მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გარდა, ექსპლუატანტმა უნდა დააკმაყოფილოს ფრენების უსაფრთხოების საერთო დონის შესანარჩუნებელი შემდეგი მოთხოვნები:
ა) საექსპლუატაციო კონტროლის და საფრენოსნო-სამეთვალყურეო უზრუნველყოფის პროცედურები;
ბ) საექსპლუატაციო პროცედურები;
გ) მომზადების პროგრამები.
3. აკრძალულია ორი ან მეტი აირტურბინიანი ძრავების მქონე სხ-ების ექსპლუატაცია ისეთ მარშრუტზე, რომელზეც ნებისმიერი მონაკვეთიდან სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის ზღვრული დრო მეტია იმ დროზე, რომელიც გამოთვლილია გაზრდილი ხანგრძლივობის სათადარიგო აეროდრომამდე ფრენისას სტანდარტულ ატმოსფერულ პირობებში ორ ძრავიანი სხ-ის ერთი უმოქმედო ძრავით კრეისერული სიჩქარით და ორზე მეტ ძრავიანი სხ-ის ყველა მოქმედი ძრავით კრეისერული სიჩქარით ფრენისას სათადარიგო აეროდრომამდე.
შენიშვნა: 1. როდესაც სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის დრო აღემატება ზღვრულ დროს, ამ შემთხვევაში ფრენა ითვლება გაზრდილი ხანგრძლივობის სათადარიგო აეროდრომამდე ფრენად (EDTO).
2. ზღვრული დროის სათანადო სიდიდის განსაზღვრის და გაზრდილი ხანგრძლივობის სათადარიგო აეროდრომამდე ფრენების წარმოების ნებართვის გაცემის სახელმძღვანელო მასალას შეიცავს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის დამატება D.
3. EDTO–თი ფრენის მიზნებისთვის აფრენისა და/ან დანიშნულების აეროდრომები შასაძლებელია განხილული იქნას როგორც სათადარიგო აეროდრომები.
4. ექსპლუატანტის კონკრეტული ტიპის სხ-ისათვის, რომელიც ასრულებს EDTO-ს წესებით ფრენას, სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის მაქსიმალურ დროს ამტკიცებს სააგენტო.
შენიშვნა: სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის დროის მანძილში გადაყვანის გამოყენების პირობების სახელმძღვანელო მასალას შეიცავს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის დამატება D.
5. ექსპლუატანტის კონკრეტული ტიპის სხ-ისათვის, რომელიც ასრულებს EDTO-ს წესებით ფრენას, სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის მაქსიმალური დროის დამტკიცებისას სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ:
ა) ყველა სხ-ისათვის: არ გადამეტდეს დროში შეზღუდვა, თუ ასეთი არსებობს, EDTO–თი ფრენების შესრულებისას საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელძღვანელოში მითითებული კრიტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემების მტყუნებისას, რომელიც ეხება მოცემული ტიპის სხ-ებს.
ბ) ორი აირტურბინიანი ძრავების მქონე სხ-ებისთვის: სხ არის სერტიფიცირებული EDTO–თი ფრენებისთვის.
შენიშვნა: ამ დებულების შესრულების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის დამატება D.
6. ექსპლუატანტის მიერ შესრულებული ფრენების უსაფრთხოებაზე მოქმედი კონკრეტული რისკის შეფასების საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია შეითანხმოს ისეთი ფრენების შესრულება, რომელთა ხანგრძლივობა აღემატება მუშაობის დროში ყველაზე შეზღუდული სისტემის ფუნქციონირების დროს. ფრენების უსაფრთხოების კონკრეტული რისკის შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:
ა) ექსპლუატანტის შესაძლებლობებს;
ბ) სხ-ის საერთო საიმედოობას;
გ) მუშაობის დროში შეზღუდული ყველა სისტემის საიმედოობას;
დ) სხ-ის დამამზადებლისგან შესაბამის ინფორმაციას;
ე) შედეგების მინიმიზაციის კონკრეტულ ზომებს.
შენიშვნა: ფრენების უსაფრთხოების რისკის კონკრეტული შეფასების სახელმძღვანელო მასალას შეიცავს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის დამატება D.
7. ყველა სხ-ისთვის, რომლებიც ასრულებენ EDTO–თი ფრენებს, საწვავის დამატებითი მარაგი შეიცავს აგეთვე იმ საწვავს, რომელიც საჭიროა საწვავის კრიტიკული მარაგით EDTO–თი ფრენების შესრულებისთვის.
შენიშვნა: ამ დებულების შესრულების სახელმძღვანელო მასალას შეიცავს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის დამატება D.
8. ზღვრული დროის გადამეტების შემდეგ ფრენა გრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნა მარშრუტზე გამოსადეგი სათადარიგო აეროდრომების განმეორებითი შეფასება, ხოლო ყველაზე ბოლო ინფორმაცია მიუთითებს იმაზე რომ, პირობები სათადარიგო აეროდრომებზე მათი სავარაუდო გამოყენების დროისათვის შეესაბამება ან მეტია აეროდრომების საექსპლუატაციო მინიმუმებზე. თუ გამოვლინდა, რომ არსებობს რამენაირი პირობები, რომელიც ხელს შეუშლის რომელიმე აეროდრომზე მისი სავარაუდო გამოყენების დროისთვის უსაფრთხო დასაფრენად შესვლას და დაფრენას, ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მოქმედების სათადარიგო გეგმა.
9. ორი აირტურბინიანი ძრავის მქონე სხ-ით სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის მაქსიმალური დროის დადგენისას ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო დონის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული უნდა იყოს ჩიკაგოს კონვენციის მე-8 დანართის შემდეგი დებულებები:
ა) ძრავის სისტემის საიმედოობა;
ბ) EDTO-თი ფრენების შესრულებისთვის სხ-ის ტიპის საფრენად ვარგისობის სერტიფიცირება;
გ) EDTO-ს ტექნიკური მომსახურების პროგრამა.
10. ორი აირტურბინიანი სხ-ებზე, რომლებიც 1986 წლის 25 მარტამდე ასრულებდნენ ფრენებს მარშრუტებზე, სადაც სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის დრო ერთი ძრავის მტყუნებისას კრეისერული სიჩქარით აღემატება ასეთი ფრენებისათვის დადგენილ ზღვრულ დროს, ასეთი ფრენების წარმოების ნებართვა არ გაიცემ