მუხლი 61. რადიაციის დონის მაჩვენებელი 15000 მ-ზე (49000ფ) მეტ სიმაღლეზე მფრენი სხ-ებისათვის
თავი IV — საბორტო ხელსაწყოები, აღჭურვილობა და საბორტო დოკუმენტაცია
15000 მ-ზე (49000ფ-ზე) უფრო მეტ სიმაღლეზე მფრენ ყველა სხ-ს უნდა ჰქონდეს კოსმოსური რადიაციის (გალაქტიკური და მზიდან მომავალი იონური და ნეიტრონული რადიაციის საერთო ოდენობა) საერთოდ და ყოველ ფრენაზე მიღებული ჯამური დოზის უწყვეტად საზომი აღჭურვილობა, რომლის ინდიკატორსაც კარგად უნდა ხედავდეს საფრენოსნო ეკიპაჟის ერთერთი წევრი.
შენიშვნა: აღჭურვილობის ტარირება ტარდება შესაბამისი ეროვნული უფლებამოსილი ორგანოსათვის მისაღები დაშვებების საფუძველზ