სხ-ი, რომელიც ასრულებს ღამის ფრენებს, უნდა აღიჭურვოს:
ა) 55-ე მუხლით მითითებული აღჭურვილობით;
ბ) განათებით, რომელიც გათვალისწინებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართით სხ-ის ფრენისას და სამუშაო ფართზე ყოფნისას;
შენიშვნა: განათების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები იხ. ამ წესების 1-ლ დანართში და იკაოს Dос 9760-ში. განათების საერთო მახასიათებლები იხ. ჩიკაგოს კონვენციის მე-8 დანართში.
გ) ორი დასაფრენი ფარით;
შენიშვნა: ის სხ-ი, რომელიც არ არის ჩიკაგოს კონვენციის მე-8 დანართის მიხედვით სერტიფიცირებული, და აღჭურვილია ცალკეული კვების მქონე ვარვარის ორძაფიანი ერთი დასაფრენი ფარით, ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს.
დ) სხ-ის უსაფრთხოდ საექსპლუატაციოდ დიდი მნიშვნელობის მქონე ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის შენათებით;
ე) ყველა სამგზავრო სალონის განათებით;
ვ) ელექტრული ფარნით, ეკიპაჟის ყოველი წევრისათვი