1. სახელმწიფო, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის საზღვრებში ან სამეთვალყურეო რაიონში, რეგიონალური შეთანხმების საფუძველზე ქმნის ერთ ან რამდენიმე მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს ან უთანხმდება სხვა ქვეყანას ამის შესახებ.

2. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო:

ა) თვალყურს ადევნებს იმ მეტეოროლოგიურ პირობებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ფრენების უსაფრთხოებაზე იმ რაიონის ფარგლებში, რომელზედაც ის პასუხისმგებელია;

ბ) ამზადებს ინფორმაცია SIGMET-ს და სხვა ინფორმაციას რაიონებისათვის, რომელზედაც იგი პასუხისმგებელია;

გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს უზრუნველყოფს ინფორმაცია SIGMET-ით, და საჭიროების შემთხვევაში სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით;

დ) ავრცელებს ინფორმაცია SIGMET-ს;

ე) აუცილებლობის შემთხვევაში:

ე.ა) ამზადებს ინფორმაცია AIRMET-ს და სხვა ინფორმაციას რაიონებისათვის, რომლზედაც იგი პასუხისმგებელია;

ე.ბ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს უზრუნველყოფს ინფორმაცია AIRMET-ით და საჭიროების შემთხვევაში სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით;

ე.გ) ავრცელებს ინფორმაცია AIRMET-ს;

ვ) აწვდის მასთან დაკავშირებულ სიც/რსც-ს, (მეტეოროლოგიურ სამსახურსა და სმმ-ის სრულუფლებიან ორგანოებს შორის შეთანხმებით), აგრეთვე VAAC-ს (რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე) მიღებულ ინფორმაციას ვულკანურ მოქმედებაზე, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, ვულკანურ ამოფრქვევაზე ან ვულკანური ფერფლის ღრუბლებზე, რომელზეც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET-ი.

ზ) უზრუნველყოფს ინფორმაციით მასთან დაკავშირებულ სიც/რსც-ს. (სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ და სმმ-ის სრულუფლებიან ორგანოებს შორის შეთანხმებით;

თ) უზრუნველყოფს სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ორგანოებს მიღებული ინფორმაციით ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერებების ავარიულად გატყორცნის შესახებ იმ რაიონში, რომლშიც ის ახორციელებს დაკვირვებას ან მეზობელ რაიონებში. ეს ინფორმაცია შეიცავს მონაცემებს რადიოაქტიური ნივთიერების ადგილმდებარეობის, ავარიის თარიღის, დროის და პროგნოზირებადი ტრაექტორიის შესახე