1. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანომ, საჭიროებისამებრ, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტი ან რაიონული სამეთვალყურეო პუნქტი უნდა უზრუნველყოს შემდეგი უახლესი მეტეოროლოგიური ინფორმაციით:
ა) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის (FIR) ან სამეთვალყურეო რაიონის (CTA) ფარგლებში მდებარე აეროდრომებისა და სხვა ადგილების METAR და SPECI, მათ შორის, ატმოსფერული წნევის მიმდინარე მონაცემებით, TAF და TREND-პროგნოზებით და მათი შესწორებებით, აგრეთვე, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტის (FIC) ან რაიონული სამეთვალყურეო პუნქტების (ACC) მოთხოვნის შემთხვევაში რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით განსაზღვრული მომიჯნავე FIR-ების აეროდრომების შესაბამისი ინფორმაციით;
ბ) FIR-ის ან CTA-ისთვის განკუთვნილი სიმაღლეზე ქარის, სიმაღლეზე ჰაერის ტემპერატურისა და მარშრუტზე ამინდის მნიშვნელოვანი მოვლენების პროგნოზებით და მათი შესწორებებით, განსაკუთრებით იმ მოვლენების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა ვიზუალური ფრენის წესებით ფრენების შესრულება შეუძლებელი გახადოს; ასევე, SIGMET და AIRMET ინფორმაციით და შესაბამისი სპეციალური საჰაერო მოხსენებებით; აგრეთვე, თუ ეს განსაზღვრულია რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით და მოთხოვნილია FIC-ის ან ACC-ის მიერ, მომიჯნავე FIR-ების შესაბამისი ინფორმაციით;
გ) ნებისმიერი სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით, რომელსაც მოითხოვს საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტი ან რაიონული სამეთვალყურეო პუნქტი ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო საჭიროებებისთვის;
დ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET;
ე) მიღებული ინფორმაციით ატმოსფეროში გატყორცნილი რადიოაქტიური მასალის შესახებ, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმების საფუძველზე;
ვ) თავისი პასუხისმგებლობის არის ფარგლებში, ტროპიკული ციკლონების შესახებ, საკონსულტაციო ცენტრიდან მიღებული საკონსულტაციო ინფორმაციით;
ზ) თავისი პასუხისმგებლობის არის ფარგლებში, ვულკანური ფერფლის შესახებ, საკონსულტაციო ცენტრიდან მიღებული საკონსულტაციო ინფორმაციით;
თ) ვულკანური მოქმედების შესახებ და VONA შეტყობინებებით, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმების საფუძველზე.
2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსთვის ადგილობრივი, რეგულარული და სპეციალური შეტყობინებების, შეტყობინებების METAR და SPECI, პროგნოზების TAF და „ტრენდის“ ტიპის პროგნოზების, ინფორმაციის SIGMET და AIRMET, სიმაღლეებზე ქარისა და ტემპერატურის პროგნოზების და მათი კორექტივების მიწოდება იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი მომზადდ