მეტეოროლოგიური სამსახური, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს აეროდრომის სამეთვალყურეო მისადგომის პუნქტს შემდეგი მეტეოროლოგიური ინფორმაციით:

ა) ადგილობრივი, რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებით, შეტყობინებებით METAR და SPECI, მათ შორის, წნევის მიმდინარე მონაცემებით, პროგნოზებით TAF-ი და “ტრენდის“ ტიპის პროგნოზებით და მათი კორექტივებით აეროდრომ(ებ)ზე;

ბ) ინფორმაციით SIGMET და AIRMET, გაფრთხილებებით ქარის წანაცვლების შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე; შესაბამისი სპეციალური შეტყობინებებით საჰაერო ხომალდებიდან იმ საჰაერო სივრცის შესახებ, რომელიც განეკუთვნება მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტის მომსახურების ზონას;

გ) ნებისმიერი დამატებითი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, რომელთა მიმართებაშიც არსებობს ადგილობრივი შეთანხმებები, მაგალითად მიწისპირა ქარის პროგნოზი ადზ-ზე პირობების შესაძლო შეცვლის განსაზღვრისათვის;

დ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET;

ე) მიღებული ინფორმაციით ვულკანური მოქმედების, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, და/ან ვულკანური ამოფრქვევის შესახებ, მეტეოროლოგიურ სამსახურსა და სმმ-ის სრულუფლებიან ორგანოს შორის შეთანხმები