1. ზმპც-იდან მიღებულ ინფორმაციას ატმოსფეროს მაღალი ფენების შესახებ რეგულარული ბადის კვანძებში, რომელიც განკუთვნილია წინასაფრენოსნო დაგეგმარების და ფრენისას გადაგეგმარებისათვის, მზადდება კოდური ფორმით GRIB.
შენიშვნა: კოდური ფორმა GRIB მოცემულია მმო-ს გამოცემა №306 „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“, ტომი 1.2, „ორმაგი კოდები“.
2. ზმპც-იდან მიღებულ ინფორმაციას ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ, რომელიც განკუთვნილია წინასაფრენოსნო დაგეგმარების და ფრენისას გადაგეგმარებისათვის, მზადდება კოდური ფორმით GRIB.
შენიშვნა: კოდური ფორმა GRIB მოცემულია მმო-ს გამოცემა №306 „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“, ტომი 1.2, „ორმაგი კოდები“.
3.მეტეოროლოგიურ ინფორმაციაში, რომელიც საჭიროა ფრენისწინა დაგეგმვისათვის ვერტმფრენებით ფრენების შესრულებისათვის ღია ზღვაში განლაგებულ ობიექტებზე, ჩართული უნდა იქნეს მონაცემები ფენების მიხედვით ზღვის დონიდან 100 ეშელონამდე. განსაკუთრებით უნდა მიეთითოს მოსალოდნელი ხილვადობა წყლისპირა ჰაერის ფენაში, ღრუბლების რაოდენობა და ფორმა (თუ ასეთი მონაცემები არსებობს) ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვრები 100 ეშელონზე დაბლა, ზღვის მდგომარეობა, ზღვის ტემპერატურა, საშუალო წნევა ზღვის დონეზე, ფაქტობრივი და მოსალოდნელი ტურბულენტობა, შემოყინულობა, როგორც ეს გათვალისწინებულია სააერნაოსნო შეთანხმები