1. მეტეოროლოგიურ სამსახურსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე, ექსპლუატანტებს და ეკიპაჟის წევრებს მიეწოდებათ მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიმე ქვემოთ მოყვანილი საშუალებით:
ა) ხელნაწერი ან დაბეჭდილი მასალები, მათ შორის, დადგენილი რუკები და ფორმები;
ბ) მონაცემები რეგულარულ ბადის წერტილებში ციფრული ფორმით;
გ) ინსტრუქტაჟი;
დ) კონსულტაცია;
ე) ინფორმაციის ჩვენება; ან
ვ) „ა“ - „ე“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილის მაგივრად: ფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით მეთოდით, ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ძალაში რჩება ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრების დაშვება კონსულტაციისთვის მეტეოროლოგიურ ორგანოსთან 109-ე მუხლის შესაბამისად.
2. ექსპლუატანტთან კონსულტაციის საფუძველზე აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო განსაზღვრავს:
ა) წარმოსადგენი ინფორმაცისს ტიპს და ფორმატს;
ბ) ამ ინფორმაციით მომარაგების ხერხებს და საშუალებებ