1.შეტყობინება AIRMET-ის შინაარსი და ელემენტების თანმიმდევრობა შეესაბამება ნიმუშს, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1ცხრილში.

2. რიგითი ნომერი, რომელიც მოცემულია, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1ცხრილის ნიმუშში, ასახავს ინფორმაცია AIRMET-ის რაოდენობას, გამოცემულს მიმდინარე დღის 00.01-დან (UTC) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო, რომელთა პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს რამდენიმე სიც-ს და/ან სამეთვალყურეო რაიონს, გამოსცემენ ცლკეულ SIGMET-ს. თითოეული სიც-ის და/ან სამეთვალყურეო რაიონისათვის მათი პასუხისმგებლობის ზონაში.

3. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი, აუცილებლობის შემთხვევაში, იყოფა ქვერაიონებად.

4. ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის A6-1ცხრილის ნიმუშის შესაბამისად, შეტყობინება AIRMET-ში ჩართულია მხოლოდ ერთი ქვემოთ მოყვანილი მოვლენა, შემდეგი შემოკლებებით: კრეისერულ ეშელონებზე ფრენის ეშელონ 100-ზე დაბლა (ან ფრენის ეშელონ 150-ზე დაბლა მთიან რაიონებში):

ა) მიწისპირა ქარის სიჩქარე

ა.ა) მიწისპირა ქარის საშუალო საჩქარე SFC WSPD ( +ქარის სიჩქარე და ვრცელ სივრცეზე 60 კმ/სთ (30 კვ ) საზომი ერთეულები)

ბ) ხილვადობა მიწისპირას

ხილვადობა ვრცელ სივრცეზე 5000 მ-ზე ნაკლები, ქვემოთ ჩამოთვლილი ამინდის იმ მოვლენების ერთობლიობა, რომლებიც აუარესებენ ხილვადობას – SFC VIS + BR,DS,DU,DZ,FC,FG,FU,GR,GS,HZ,IC PL,PO,RA,SA,SG,S№,SQ,SS ან VA)

გ) ჭექა-ქუხილი

გ.ა) ცალკეული სეტყვის გარეშე –ISOL TS

გ.ბ) იშვიათი სეტყვის გარეშე – OC№L TS

გ.გ) ცალკეული სეტყვასთან – ISOL TSGR

გ.დ) იშვიათი სეტყვასთან ერთად – OCNL TSGR

გ.ე) ქარტეხილის ხაზი

დ) მთების დაკეტვა

დ.ა) მთები დაკეტილია – MT OBSC

ე) ღრუბლიანობა

დაფლეთილი ან მთლიანი ღრუბლიანობა ვრცელ სივრცეზე ქვედა საზღვრის

სიმაღლით 300 მ ან ნაკლები მიწის დონეზე:

ე.ა) დაფლეთილი – BKNCLD (+ქვედა და ზედა საზღვრის სიმაღლე და საზომი ერთეულები

ე.ბ) მთლიანი – OVC CLD (+ქვედა და ზედა საზღვრის სიმაღლე და საზომი ერთეულები

ე.გ)გროვა-საწვიმარი ღრუბლები

ე.გ.ა) ცალკეული – ISOL CB

ე.გ.ბ) იშვიათი – OC№L CB

ე.გ.გ) ხშირი – FRQ CB

ე.დ) კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლები

ე.დ.ა) ცალკეული – ISOL TCU

ე.დ.ბ) იშვიათი – OC№L TCU

ე.დ.გ) ხშირი – FRQ TCU

ვ) შემოყინულობა

ვ.ა) ზომიერი შემოყინულობა (გარდა, კონვექტიურ ღრუბლებში წარმოქმნილი შემოყინულობისა – MOD ICE

ზ) ტურბულენტობა

ზ.ა) ზომიერი ტურბულენტობა (გარდა კონვექტიურ ღრუბლებში წარმოქმნილი ტურბულენტობისა – MOD TURB

თ) მთის ტალღა

თ.ა) ზომიერი მთის ტალღა - MOD MTW

5. ინფორმაცია AIRMET არ შეიცავს ზედმეტ აღწერით მასალას. ამინდის მოვლენების აღწერაში, რომელთა მიმართაც გამოიცემა შეტყობინება AIRMET, არ ჩაირთვება არავითარი აღწერითი მასალა, გარდა იმისა, რაც მითითებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში. ინფორმაცია AIRMET-ში, რომელიც ეხება ჭექა-ქუხილებს ან გროვა-საწვიმარ ღრუბლებს, არ მიეთითება მათთან დაკავშირებული ტურბულენტობა და შემოყინულობა.

6. შეტყობინება AIRMET ეგზავნება აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოებს, ზმპც-ს და სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებს რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებების შესაბამისად. გარდა ამისა, შეტყობინება AIRMET გადაეცემა საერთაშორისო მონაცემების ბანკებს OPMET და საერთაშორისო ცენტრებს, რომლებიც პასუხს აგებენ თამგზავრების სისტემის მონაცემთა დაგზავნაზე AFS ჩარჩოებშ