1. „TREND“-ის ტიპის პროგნოზები გამოიცემა ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A3-1და A3-2 ცხრილების ნიმუშების მიხედვით. „TREND“-ის ტიპის პროგნოზებში გამოიყენება ის ერთეულები და შკალები ანალოგიური რაც იმ შეტყობინებაში, რომელსაც ის თან ერთვის.

2. “TREND“-ის ტიპის პროგნოზში მიეთითება მნიშვნელოვანი ცვლილებები ერთი ან რამდენიმე შემდეგი ელემენტისა: მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ამინდისა და ღრუბლების. ჩართულია მხოლოდ ის ელემენტები, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, მნიშვნელოვნად შეიცვლება. მაგრამ ღრუბლების მოსალოდნელი ცვლილების შემთხვევაში მითითებულია ღრუბლების ყველა ჯგუფი, ღრუბლების იმ ფენებისა და მასივების ჩათვლით, რომელთა ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ხილვადობის მნიშვნელოვანი ცვლილების დროს, აგრეთვე, მიეთითება მოვლენა, რომელმაც გამოიწვია ხილვადობის შემცირება. თუ არავითარი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, ამის შესახებ მიეთითება ტერმინით “NOSIG“.

3. „TREND“-ის ტიპის პროგნოზში დაფრენისათვის მიეთითება მიწისპირა ქარის ცვლილება, რომლებსაც თან ახლავს:

ა) მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულების ცვლილება 60 გრადუსით ან მეტით, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ შეადგენს 5მ/წმ-ს (10 კვანძი) ან მეტს;

ბ) მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარის ცვლილება 5 მ/წმ-ით(10 კვანძი) ან მეტით;

გ) ქარის ცვლილებები, რომლებიც აჭარბებენ საექსპლუატაციო თვალსაზრისით საყურადღებო მნიშვნელობებს; ზღვრული სიდიდეები დგინდება სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოს მიერ სმმ-ის ორგანოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციით ქარის ცვლილების გათვალისწინებით, რომლებიც:

გ.ა) მოითხოვენ მოქმედი ადზ-ის (კურსის) შეცვლას;

გ.ბ) მოწმობენ იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილებებმა ადზ-ზე გადააჭარბეს მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენენ ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ამ აეროდრომზე.

4. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს და/ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან ხილვადობა გაუარესდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე:

150,350,600,800,1500 ან 3000მ, მაშინ დაფრენისათვის პროგნოზის ტრენდულ ნაწილში მიეთითება ასეთი ცვლილება.

იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესებით, პროგნოზში დამატებით მიეთითება ცვლილება მაშინ, როდესაც ხილვადობა აღწევს ან აჭარბებს 5000მ-ს.

შენიშვნა: „TREND“-ის ტიპის პროგნოზში, რომელიც თან ერთვის ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებს ხილვადობა შეესაბამება ადზ-ის გასწვრივ პროგნოზირებულ ხილვადობას; .“TREND“-ის ტიპის პროგნოზში რომელიც თან ერთვის METAR და SPECI-ს, ხილვადობა შეესაბამება პროგნოზირებულ უმეტეს ხილვადობას.

5. „TREND“-ის ტიპის პროგნოზში მიეთითება მოსალოდნელი დაწყება, დამთავრება ან ინტენსივობის ცვლილება ერთი ან რამდენიმე (მაქსიმუმ სამი) შემდეგი ამინდის მოვლენისა ან მათი ერთობლიობის:

ა) ყინულოვანი ნალექები;

ბ) ყინულოვანი ნისლი;

გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);

დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;

ე) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;

ვ) მტვრიანი ქარიშხალი;

ზ) ჭექა-ქუხილი(ნალექით ან უნალექოდ);

თ) ქარტეხილი;

ი) ძაბრისმაგვარი ღრუბელი (ტორნადო ან ქარბორბალა);

კ) სხვა ამინდის მოვლენები, რომლებიც მითითებულია 81-ე მუხლის მე-4 პუნქტში, აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და სმმ-ის ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის შთანხმების საფუძველზე ამ მოვლენების მოსალოდნელი შეწყვეტა მიეთითება შემოკლება „NSW“-ს გამოყენებით.

6. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ BKN ან OVC რაოდენობის ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე მოიმატებს და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან როდესაც მოსალოდნელია BKN ან OVC რაოდენობის ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე შემცირდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე: 30,60,150,300, და 450 მ (100, 200, 500, 1000, და 1500 ფუტი), „TREND“-ის ტიპის პროგნოზში ასეთი ცვლილება მიეთითება. Aამ შემთხვევაში, როდესაც ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე 450 მეტრზე (1500 ფუტი) ნაკლებია, აგრეთვე, მოსალოდნელია, რომ იგი კიდევ შემცირდება ან მოიმატებს, „TREND“-ის ტიპის პროგნოზში დაფრენისათვის მიეთითება ღრუბლების რაოდენობის ცვლილება მატების მხარეს „SKC“, “FEW“ ან SCT–დან “BKN“ ან „OVC“-მდე ან ცვლილება შემცირების მხარეს “BKN’ ან “OVC“-დან „SKC“, „FEW“ ან SCT-მდე. თუ პროგნოზირდება ღრუბლების არყოფნა 1500 მეტრზე ან სექტორში უმაღლეს მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეზე დაბლა, იმის და მიხედვით, თუ რომელია მეტი, ხოლო შემოკლება “CAVOK“ და ‘SKC’ ამინდის პირობების აღწერისათვის არ გამოდგებიან, მაშინ გამოიყენება შემოკლება “NSC“.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ცის თაღი დარჩება დაბინდული; ან დაიბინდება და აეროდრომზე არის ვერტიკალურ ხილვადობაზე დაკვირვების მონაცემები და როდესაც პროგნოზის მიხედვით ვერტიკალური ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას; ან როდესაც პროგნოზის მიხედვით ვერტიკალური ხილვადობა გაუარესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას; ან როდესაც პროგნოზის მიხედვით ვერტიკალური ხილვადობა გაუარესდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 30, 60,150 ან 300მ (100,200 500 ან 1000 ფუტი), „TREND“-ის ტიპის პროგნოზში დაფრენისათვის მიეთითება ასეთი ცვლილება.

8. აეროდრომის ადგილობრივი საექსპლუატაციო მინიმუმების გათვალისწინებით, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-8 პუნქტებში ჩამოთვლილი კრიტერიუმებისა, გამოიყენება აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის დადებული შეთანხმებით მიღებული კრიტერიუმები.

9. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია ელემენტების ცვლილება, შეტყობინების ტრენდული ნაწილი იწყება ერთი ან რომელიმე ცვლილების ინდექსით: „BECMG“ ან „TEMPO“.

10. ცვლილებების ინდექსი “BECMG’ გამოიყენება პროგნოზირებული ცვლილებების აღწერისათვის, როდესაც, როგორც მოსალოდნელია, მეტეოროლოგიური პირობები მიაღწევენ ან გადააჭარბებენ დადგენილ მნიშვნელობებს მუდმივი ან ცვალებადი სიჩქარით. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ან ვადა, როდესაც მოსალოდნელია ცვლილება, მიეთითება შესაბამისად შემოკლებების გამოყენებით “FM“, “TL“ ან “AT“, შემდგომ კი მოდის დროის ჯგუფი საათებში. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება და მთლიანად დასრულდება „TREND“-ის ტიპის პროგნოზის მოქმედების განმავლობაში, ცვლილების დაწყება და დამთავრება მიეთითება შესაბამისად “FM“ და “TL“ შემოკლებების გამოყენებით, შესაბამისი დროის ჯგუფებით. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება “TREND’-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში, მაგრამ დასრულდება ამ პერიოდის დამთავრებამდე, შემოკლება “FM’ შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება “TL“ შესაბამისი დროის ჯგუფით. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება “TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის განმავლობაში დასრულდება ამ პერიოდის ბოლოს, შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება “FM’ შესაბამისი დროის ჯგუფით. თუ პროგნოზირდება, რომ ცვლილება მოხდება “TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის განმავლობაში გარკვეულ დროს, მაშინ გამოიყენება შემოკლება “TL“ დროის შესაბამისი ჯგუფით. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება „TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში და დამთავრდება ამ პერიოდის ბოლოს ან როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება მოხდება “TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდში, ხოლო ცვლილების დრო უცნობია, მაშინ შემოკლებები “FM“, “TL“ ან “AT“ შესაბამისი დროის ჯგუფებით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ ცვლილების ინდექსი “BECMG“.

11. ცვლილებების ინდექსი “TEMPO“ გამოიყენება პროგნოზირებული მეტეოროლოგიური პირობების დროში ცვლილებების აღწერისათვის, რომლებიც აღწევენ ან აჭარბებენ დადგენილ მნიშვნელობებს და ყოველ ცალკეულ შემთხვევვაში შენარჩუნებული იქნებიან 1 საათის განმავლობაში, მთლიანობაში კი – პერიოდის ნახევარზე ნაკლები, რომლის განმავლობაშიც პროგნოზირდება ცვლილება. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პროგნოზირდება დროებითი ცვლილებები, მიეთითება შემოკლებების და წუთებში “FM“ და/ან “TL“ გამოყენებით,რომელთა შემდეგ მოდის დროის ჯგუფი საათებში და წუთებში. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირდება, რომ მეტეოროლოგიური პირობების დროითი ცვლილებები დაიწყება და მთლიანად დასრულდება “TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის განმავლობაში, მაშინ მიეთითება დაწყება და დასრულება დროითი ცვლილებების პერიოდის შემოკლებების გამოყენებით “FM“ და “TL“ შესაბამისი დროის ჯგუფებით. იმ შემთხვევებში, როდესაც, პროგნოზირდება, რომ დროითი ცვლილებების პერიოდი დაიწყება “TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში, მაგრამ დამთავრდება ამ პერიოდის დასრულებამდე, შემოკლება ‘FM“ დროის შესაბამისი ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება შემოკლება “TL“ შესაბამისი დროის ჯგუფით. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ დროითი ცვლილებების პერიოდი დაიწყება “TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის ბოლოს, შემოკლება “TL’ შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება “FM“ შესაბამისი დროის ჯგუფით. თუ მოსალოდნელია, რომ დროითი ცვლილებების პერიოდი დაიწყება “TREND“-ის ტიპის პროგნოზის დასაწყისში და დასრულდება ამ პერიოდის ბოლოს, ორივე შემოკლება “FM’ და “TL“ შესაბამისი დროითი ჯგუფებით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ ცვლილების ინდექსი “TEMPO“.

12. ნიშანი “PROB“ “TREND“-ის ტიპის პროგნოზში არ გამოიყენებ