1. გაფრთხილებები აეროდრომზე გამოიცემა მომხმარებლის ან საეროდრომო სამსახურების მოთხოვნით, იმ მეტეოროლოგიურ ორგანოების მიერ, რომლებსაც ევალება მოცემული აეროდრომის მომსახურება ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-2 ცხრილის ნიმუშის შესაბამისად და ეგზავნებათ დაინტერესებულ პირებს ლოკალური შეთანხმების საფუძველზე.
2. რიგითი ნომერი, რომელიც მოცემულია, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-2 ცხრილის ნიმუშში ასახავს აეროდრომზე გაფრთხილებების რაოდენობას, გამოცემულს მიმდინარე დღის 00.01 –დან (UTC) მოცემულ აეროდრომზე.
3. ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-2 ცხრილის ნიმუშის შესაბამისად აეროდრომზე გაფრთხილება უნდა გამოიცეს ქვემოთ მოყვანილი ერთი ან რამდენიმე მოვლენის ფაქტობრივი ან მოსალოდნელი წარმოშობისას:
ა) ტროპიკული ციკლონი (როდესაც მოსალოდნელია რომ მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე 10 წუთში მიაღწევს აეროდრომზე 17 მ/წმ-ს (34კვანძი) ან მეტს);
ბ) ჭექა-ქუხილი;
გ) სეტყვა;
დ) თოვლი(არსებული ან მოსალოდნელი თოვლის ნადების ჩათვლით);
ე) გადაციებული ნალექები;
ვ) თრთვილი;
ზ) ქვიშიანი ქარიშხალი;
თ)მტვრიანი ქარიშხალი;
ი) გადატანილი მტვერი ან ქვიშა;
კ) ძლიერი მიწისპირა ქარი ან დაქროლვა;
ლ) ყინვა;
მ) ვულკანური ფერფლი;
ნ) ცუნამი;
ო) სხვა მოვლენები, რომლებიც შეთანხმებულია ადგილობრივ დონეზე.
4. ტექსტის გამოყენება, გარდა შემოკლებებისა, რომლებიც მოყვანილია ნიმუშში, მინიმუმამდეა დაყვანილი. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, შეძლებისდაგვარად, უნდა შედგეს ღია ტექსტით და შემოკლებებით. იკაოს მიერ დამტკიცებული შემოკლებების არარსებობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღია ტექსტი ინგლისურ ენაზე.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა რაოდენობრივი კრიტერიუმები აეროდრომზე გაფრთხილების გასაცემად, მაგალითად, მოსალოდნელი მაქსიმალური ქარი ან მოსული თოვლის მოსალოდნელი საერთო რაოდენობა, ეს კრიტერიუმები დგინდება მეტეოროლოგიურ ორგანოებს შორის შეთანხმებებისა და იმ მხარეების მიერ, რომლებიც სარგებლობენ ამ გაფრთხილებები