სააეროდრომო კლიმატოლოგიური ცნობები უნდა შეიცავდეს:
ა) ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის მანძილის და/ან მნიშვნელოვანი, (BKN) ან მთლიანი (OVC) ღრუბლების ყველაზე დაბალი ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლის მნიშვნელობების განმეორადობებს დროის განსაზღვრულ მომენტებში;
ბ) ხილვადობის მნიშვნელობების განმეორადობას დადგენილ სიდიდეებზე დაბლა დროის განსაზღვრულ მომენტებში;
გ) მნიშვნელოვანი (BKN) ან მთლიანი (OVC) ღრუბლების ყველაზე დაბალი ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლის მნიშვნელობების განმეორადობებს დროის განსაზღვრულ მომენტებში;
დ) ქარის მიმართულებისა და სიჩქარის განმეორადობებს დადგენილი დიაპაზონის ფარგლებში;
ე) მიწისპირა ფენაში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელობების განმეორადობას 50C -ის დიაპაზონში დროის განსაზღვრულ მომენტებში;
ვ) საშუალო მნიშვნელობებს და მათგან გადახრებს მეტეოროლოგიური ელემენტების მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობების ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია საექსპლუატაციო დაგეგმვისათვის, მათ შორის, ასაფრენი მახასიათებლების გამოსათვლელად.
შენიშვნა: კლიმატოლოგიური ცნობების მოდელები მოცემული „ა“ - „ე“ ქვეპუნქტებში მოცემულია მმო-ს ტექნიკურ რეგლამენტ №49-ში, მე-2 ტომის პუნქტ C3.2.
ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც ეხება ექსპლუატანტების და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრე