მეტეოროლოგიური ინფორმაცია დაგეგმვისათვის, რომელსაც აწარმოებს ექსპლუატანტი, ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის ინტერესებიდან გამონდინარე, წარდგენილი უნდა იყოს ფრენის დროს და როგორც წესი, მოიცავდეს ნებისმიერ ან ყველა ქვემოთ მოყვანილ ელემენტს:
ა) ინფორმაცია METAR და SPECI (მათ შორის, პროგნოზები“ TREND“) ;
ბ) პროგნოზები TAF და შეცვლილი პროგნოზები TAF;
გ) ინფორმაციას SIGMET, AIRMET და სპეციალურ შეტყობინებებს ბორტებიდან, რომლებიც ეხება ფრენას, იმ პირობით, რომ ისინი ასახული არ იყო შტყობინება SIGMET-ში;
დ) ინფორმაცია ქარსა და ჰაერის ტემპერატურაზე სიმაღლეებზე;
ე) საკონსულტაციო ინფორმაციას ვულკანური ფერფლის და ტროპიკული ციკლონების შესახებ, რომლებიც ეხება ფრენას;
ვ) სხვა მეტეოროლოგიურ ინფორმაციას ანბანურ-ციფრული ან გრაფიკული ფორმით აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე.
ტექნიკური მოთხოვნები, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოების, ძებნა-შველის სამსახურების და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებისათვის აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციის შესახ