აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო, აუცილებლობის შემთხვევაში, ამარაგებს აეროდრომის კოშკურას შემდეგი მეტეოროლოგიური ინფორმაციით:

ა) ადგილობრივი, რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებით, შეტყობინებებით METAR და SPECI, პროგნოზებით TAF და „ტრენდის“ ტიპის პროგნოზებით შესაბამის აეროდრომზე და მათი კორექტივებით;

ბ) ინფორმაციით SIGMET და AIRMET, გაფრთხილებებით ქარის წანაცვლების შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე;

გ) ნებისმიერი დამატებითი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, რომელთა მიმართებაშიც არსებობს ადგილობრივი შეთანხმებები, მაგალითად მიწისპირა ქარის პროგნოზი ადზ-ზე პირობების შესაძლო შეცვლის განსაზღვრისათვის;

დ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET;

ე) მიღებული ინფორმაციით ვულკანური მოქმედების, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, და/ან ვულკანური ამოფრქვევის შესახებ, აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და სმმ-ის სრულუფლებიან ორგანოს შორის შეთანხმები