აუცილებლობის შემთხვევაში, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებს მიეწოდება შემდეგი ინფორმაცია:
ა) საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც განკუთვნილია შესაბამის სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP GEORGIA) ჩასართავად;
ბ) აუცილებელი ინფორმაციით NOTAM-ის და ASHTAM-ის მოსამზადებლად, მათ შორის, ინფორმაციით:
ბ.ა) შემოღების, შეწყვეტის და მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების ორგანიზებაში. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდებათ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებს დროულად, ძალაში შესვლის ვადამდე, რათა ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-15 დანართის პ.5.1.1 და 5.1.1.1 შესაბამისად იყოს NOTAM-ის გამოცემის შესაძლებლობა;
ბ.ბ) ვულკანური მოქმედების წარმოშობის შესახებ;
ბ.გ) ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების ავარიულად მოხვედრის შესახებ მიღებული ინფორმაციით;
გ) აუცილებელი ინფორმაციით სააერნაოსნო ინფორმაციის ცირკულარების მოსამზადებლად; მათ შორის, ინფორმაციით:
გ.ა) საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, მისი ორგანიზების წესებისა და საშუალებების შესახებ, და:
გ.ბ) საჰაერო ხომალდების ფრენების შესრულებაზე განსაზღვრული მეტეოროლოგიური ორგანოების ზემოქმედების შესახებ.
ტექნიკური მოთხოვნები კავშირის საშუალებებთან და მათ გამოყენებასთ