1. აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ოფისმა ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანომ, საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის პუნქტს უნდა მიაწოდოს მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის, აგრეთვე წარადგინოს ეს ინფორმაცია D-VOLMET-ის შეტყობინებებში ან რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET. მეტეოროლოგიური ინფორმაცია,  ექსპლუატანტის მიერ ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის ფრენის დაგეგმვისათვის, წარედგინება მოთხოვნის საფუძველზე, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე.

2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს მიეწოდება მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის, ამ წესის X თავის მოთხოვნების შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, თუ ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდიდან მოთხოვნილი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოში, მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანომ ეს ინფორმაცია უნდა გამოითხოვოს სხვა  მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოდან ან სხვა აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისიდან.

4. მეტეოროლოგიური ინფორმაცია D-VOLMET-ის შეტყობინებებში ან რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET გადაიცემა ამ წესის XI თავში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.

5. მეტეოროლოგიური ინფორმაცია დაგეგმვისათვის, რომელსაც აწარმოებს ექსპლუატანტი, ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის ინტერესებიდან გამოდინარე, წარდგენილი უნდა იყოს ფრენის დროს და, როგორც წესი, უნდა მოიცავდეს ნებისმიერ ან ყველა ქვემოთ მოყვანილ ელემენტს:

ა) ინფორმაციას METAR და SPECI (მათ შორის, პროგნოზები „TREND“) ;

ბ) პროგნოზებს TAF და მათ ცვლილებებს;

გ) ინფორმაციას SIGMET, AIRMET და სპეციალურ შეტყობინებებს AIREP SPECIAL საჰაერო ხომალდიდან, რომლებიც ეხება მთელ მარშრუტს, იმ პირობით, რომ AIREP SPECIAL ასახული არ იყო შეტყობინებაში SIGMET;

დ) ინფორმაცია ქარსა და ჰაერის ტემპერატურაზე სიმაღლეებზე;

ე) ფრენისთვის შესაბამის საკონსულტაციო ინფორმაციას ვულკანური ფერფლის, ტროპიკული ციკლონისა და კოსმოსური ამინდის შესახებ;

ვ) პროგნოზებს ვულკანური ფერფლის რაოდენობრივი კონცენტრაციის შესახებ;

ზ) სხვა მეტეოროლოგიურ ინფორმაციას ანბანურ-ციფრული ან გრაფიკული ფორმით მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

შენიშვნა: საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინაში გრაფიკული ინფორმაციის გამოსახვის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სახელმძღვანელო“ (Doc 8896).

თავი Xმეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურების,ძებნა-შველის სამსახურების და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებისათვ