1. ექსპლუატანტებს და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს მიეწოდებათ მეტეოროლოგიური ინფორმაცია:

ა) ექსპლუატანტის მიერ გაფრენისწინა დაგეგმვითი სამუშაოებისათვის;

ბ) ექსპლუატანტის მიერ ფრენის გეგმის შესაცვლელად, ფრენების შესრულების ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის სისტემის გამოყენებით;

გ) ეკიპაჟის წევრების მიერ გაფრენის წინ გამოყენების მიზნით;

დ) ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, ექსპლუატანტთან კონსულტაციის საფუძველზე, უნდა განსაზღვროს:

ა) მისაწოდებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციის ტიპი და ფორმატი;

ბ) ინფორმაციის მიწოდების მეთოდები და საშუალებები.

3. საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისთვის განკუთვნილი მეტეოროლოგიური ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ფრენის მოთხოვნებს დროის, სიმაღლის, მარშრუტის მიმართულებიდან და მანძილიდან გამომდინარე. ინფორმაცია უნდა ეხებოდეს  დროის ფიქსირებულ მონაკვეთებს ან დროის გარკვეულ პერიოდებს და უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ დაფრენის აეროდრომზე, ასევე მარშრუტის მონაკვეთზე დაფრენისა და ექსპლუატანტის მიერ დანიშნულ სათადარიგო აეროდრომს შორის.

4. მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება ექსპლუატანტებს და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს, შეიცავს უკანასკნელ მონაცემებს და მოიცავს შემდეგ ცნობებს:

ა) აეროდრომზე და მარშრუტზე დაკვირვებების შედეგად მიღებულ ინფორმაციას;

ბ) აეროდრომზე და მარშრუტზე პროგნოზების შემცველ ინფორმაციას.

5. მარშრუტზე პროგნოზების შემცველი ინფორმაცია ფორმირდება ზმპც-ის მიერ მოწოდებული ციფრული პროგნოზების საფუძველზე, მაშინ როცა, ეს პროგნოზები მოიცავს ფრენის ტრაექტორიას დროში, აბსოლუტურ სიმაღლეს და გეოგრაფიულ რაიონს და თუ მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის არ არსებობს სხვა შეთანხმება.

6. თუ მითითებულია, რომ პროგნოზი შედგენილია ზმპც-ის მიერ, მასში შემავალ მეტეოროლოგიურ ინფორმაციაში ცვლილებები არ შეიტანება.

7. ინფორმაცია ქარზე და ჰაერის ტემპერატურაზე სიმაღლეების მიხედვით და ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ – SIGWX ფრენის ეშელონ 100-ზე ზემოთ, რომელიც აუცილებელია ექსპლუატანტისათვის ფრენისწინა დაგეგმვისა და გადაგეგმვისათვის ფრენისას, მიეწოდებათ დაუყოვნებლივ მათი მიღებისა და არაუგვიანეს 3 საათისა გაფრენამდე. სხვა დანარჩენი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ექსპლუატანტისათვის ფრენისწინა დაგეგმვისა და გადაგეგმვისათვის ფრენისას, მიეწოდებათ რაც შეიძლება ადრე.

8. აუცილებლობის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს კოორდინაციას სხვა სახელმწიფოების  საავიაციო მეტეოროლოგიის საკითხებში უფლებამოსილ უწყებასთან, ექსპლუატანტებისა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟების აუცილებელი შეტყობინებების და/ან პროგნოზების მისაღებად.

9. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისის არმქონე აეროდრომის მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება  მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.

10. ექსპლუატანტებსა და ეკიპაჟის წევრებს მეტეოროლოგიური ინფორმაცია მიეწოდებათ იმ ადგილზე და იმ დროს, რომელსაც ექსპლუატანტებთან კონსულტაციის საფუძველზე, ადგენს აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი. მომსახურება გაფრენისწინა მზადებისთვის, უნდა ითვალისწინებდეს იმ ფრენებს, რომლებიც იწყება საქართველოს ტერიტორიაზე