მეტეოროლოგიურ სამსახურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოს შორის შეთანხმება, სხვა ყველაფერთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს:
ა) საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს კომპლექსური ავტომატური სისტემის ინფორმაციის ამსახველი მონიტორებით უზრუნველყოფას;
ბ) აღნიშნული მონიტორების/ხელსაწყოების დაკალიბრებას და ტექნიკურ მომსახურებას;
გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების პერსონალის მიერ აღნიშნული მონიტორების/ხელსაწყოების გამოყენებას;
დ) აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ვიზუალური დაკვირვებების მონაცემების მიწოდებას;
ე) აფრენისა და დაფრენის დროს საჰაერო ხომალდებიდან მეტეოროლოგიური ინფორმაციის მოწოდებას;
ვ) სახმელეთო რადიოლოკატორის საშუალებით მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდებას.
შენიშვნა: საავიაციო მეტეოროლოგიურ სამსახურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს შორის კოორდინირების ინსტრუქციული მასალა მოცემულია “საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და საავიაციო მეტეოროლოგიის სამსახურებს შორის კოორდინაციის სახელმძღვანელოში“ (DOC 9377