1. აეროდრომზე რეგულარული დაკვირვებები ყოველდღიურად, დღეღამურ რეჟიმში წარმოებს, თუ მეტეოროლოგიურ სამსახურს, საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოსა და ექსპლუატანტს შორის არ არის სხვაგვარი შეთანხმება. ასეთი დაკვირვებები ერთი საათის ინტერვალით ტარდება, ხოლო, თუ ეს გათვალისწინებულია სააერნაოსნო შეთანხმებით, ნახევარი საათის ინტერვალით. სხვა საავიაციო მეტეოროლოგიურ სადგურებზე დაკვირვებები ტარდება მეტეოროლოგიური სამსახურის შესაბამისი მითითებებისა და იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებსაც საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოები აყენებენ.

2. რეგულარული დაკვირვებების შედეგებზე გამოიცემა შემდეგი სახის შეტყობინებები:

ა) ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებები, რომლებიც ვრცელდება შეტყობინების შედგენის აეროდრომზე (განკუთვნილია მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის); და

ბ) შეტყობინებები METAR-ის, რომლებიც ვრცელდება შეტყობინების აეროდრომის ფარგლებს გარეთ (ძირითადად განკუთვნილია ფრენების დასაგეგმად, რადიოსამაუწყებლო გადაცემებისათვის VOLMET და D-VOLMET-ისათვის).

შენიშვნა: მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ATIS-ში (სამაუწყებლო ATIS და D-ATIS აღებულია ადგილობრივი მეტეოროლოგიური შეტყობინებიდან).

3. აეროდრომებზე, რომლებიც არ მუშაობენ დღეღამური რეჟიმით, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით, შეტყობინება METAR გამოიცემა ფრენების განახლებამდე რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისა