1. იზომება მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულება და საშუალო სიჩქარე, აგრეთვე ქარის მიმართულების და სიჩქარის მნიშვნელოვანი ცვლილებები, ხოლო მონაცემები გადაიცემა გეოგრაფიულ გრადუსებით და მეტრწამებით ან კვანძებით შესაბამისად.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებები გამოიყენება გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, მიწისპირა ქარზე დაკვირვებები, რომლებიც საჭიროა ამ შეტყობინებების შესადგენად, განკუთვნილი უნდა იყოს ადზ-ის გასწვრივი პირობებისათვის, ხოლო მომფრენი საჰაერო ხომალდებისათვის კი - დაფრენის მთელი ზონისათვი