1. საავიაციო მეტეოროლოგიურმა სადგურებმა  რეგულარული დაკვირვებები უნდა აწარმოონ 24 საათის განმავლობაში. იმ აეროდრომებზე, რომლებიც არ ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში, დაკვირვებების ჩატარება უნდა დაიწყოს აეროდრომის ფუნქციონირების დაწყებამდე, სულ მცირე, 3 საათით ადრე, ან ფრენების დაგეგმვის საჭიროებიდან გამომდინარე, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმების შესაბამისად.

2. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურის მიერ, რეგულარული დაკვირვებების შედეგების შესაბამისად, უნდა გამოიცეს შემდეგი სახის შეტყობინებები:

ა) ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებები, რომლებიც გამოიცემა ნახევარი საათის ინტერვალით და ვრცელდება შეტყობინების შედგენის აეროდრომზე (განკუთვნილია მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის); და

ბ) შეტყობინებები METAR, რომლებიც გამოიცემა ნახევარი საათის ინტერვალით  აეროდრომებზე, რომლებიც ემსახურება რეგულარულ საერთაშორისო ფრენებს და ერთი საათის ინტერვალით სხვა აეროდრომებზე.  METAR შეტყობინებები ვრცელდება შეტყობინების აეროდრომის ფარგლებს გარეთ (ძირითადად განკუთვნილია ფრენების დასაგეგმად, რადიოსამაუწყებლო გადაცემებისათვის VOLMET და D-VOLMET-ისათვის).

3. იმ აეროდრომებზე, რომლებიც არ ფუნქციონირებენ 24 საათის განმავლობაში, METAR შეტყობინებების  გაცემა უნდა დაიწყოს აეროდრომის ფუნქციონირების დაწყებამდე, სულ მცირე, 3 საათით ადრე, ან ფრენების დაგეგმვის საჭიროებებიდან გამომდინარე, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმების შესაბამისად.

შენიშვნა: მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ATIS-ში (სამაუწყებლო ATIS და DATIS) აღებული უნდა იქნეს ადგილობრივი მეტეოროლოგიური რეგულარული შეტყობინებიდა