1. საკონსულტაციო ინფორმაცია ტროპიკული ციკლონის შესახებ გამოიცემა, როდესაც მოსალოდნელია, რომ საკონსულტაციო ინფორმაციის მოქმედების პერიოდში ქარის საშუალო სიჩქარე 10 წუთში მიაღწევს ან გადააჭარბებს 17 მ/წმ-ს (34 კვანძი).
2. საკონსულტაციო ინფორმაცია ტროპიკული ციკლონის შესახებ გამოიცემა ღია ტექსტით, იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით, ამ წესის №7 დანართის A7-3 ცხრილის შესაბამისად. თუ იკაოს მიერ აღიარებული შემოკლებები არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენება ინგლისური ენით შედგენილი მოკლე ტექსტი იმ ელემენტების აღსაწერად, რომლის ტექსტით შედგენის საშუალებასაც იძლევა საკონსულტაციო ინფორმაციის შეტყობინების ნიმუში.
3. საკონსულტაციო ინფორმაცია ტროპიკული ციკლონის შესახებ, გარდა ღია ტექსტისა, ასევე ვრცელდება IWXXM ფორმით.
4. ამ წესის №7 დანართის A7-3 ცხრილში მოცემული, გრაფიკულ ფორმატში მომზადებული საკონსულტაციო ინფორმაცია ტროპიკული ციკლონის შესახებ, უნდა შეესაბამებოდეს PNG ფორმატს.