1. აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო ამყარებს მჭიდრო კავშირს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებთან. აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო კონსულტაციის საფუძველზე ამარაგებს სმმ-ს ორგანოებს, ან ორგანიზებას უკეთებს იმ უკანასკნელი მეტეოროლოგიური ინფორმაციით მის მომარაგებას, რომელიც აუცილებელია მათი ფუნქციების შესასრულებლად.
2. შესაბამის ორგანოს, რომელიც ამარაგებს საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს, ან რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს წარმოადგენს მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს
3. აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო აუცილებლობის შემთხვევაში ამარაგებს აეროდრომის სამეთვალყურეო პუნქტს შემდეგი მეტეოროლოგიური ინფორმაციით:
ა) ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებებით, რეგულარული შეტყობინებები კოდური ფორმით METAR და საგანგებო შეტყობინებები კოდური ფორმით SPECI, მათ შორის წნევის მიმდინარე მონაცემებით, აეროდრომის პროგნოზებით და პროგნოზებით დაფრენისათვის;
ბ)ინფორმაციით SIGMET და AIRMET, გაფრთხილებებით ქარის შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე;
გ)ნებისმიერი დამატებითი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, რომლებიც გათვალისწინებულია ლოკალური ხელშეკრულებით;
დ) მიღებული ინფორმაციით ვულანური ფერფლის ღრუბლების შესახებ, რომლებთან დაკავშირებით ჯერ არ იყო გამოშვებული SIGMET-ი.
4. აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო აუცილებლობის შემთხვევაში ამარაგებს მისადგომის-სამეთვალყურეო პუნქტს შემდეგი მეტეოროლოგიური ინფორმაციით:
ა) ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებებით, რეგულარული შეტყობინებები კოდური ფორმით METAR და საგანგებო შეტყობინებები კოდური ფორმით SPECI, მათ შორის წნევის მიმდინარე მონაცემებით, აეროდრომის პროგნოზებით და პროგნოზებით დაფრენისათვის, აგრეთვე კორექტივებით იმ აეროდრომის პროგნოზებთან, რომელსაც ემსახურება დაფრენის-სამეთვალყურეო პუნქტი;
ბ) ინფორმაციით SIGMET დაAIRMET, გაფრთხილებებით ქარის შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე, შესაბამისი საგანგებო შეტყობინებებით საჰაერო ხომალდებიდან იმ საჰაერო სივრცის შესახებ, რომელიც განეკუთვნება დაფრენის-სამეთვალყურეო პუნქტის მომსახურების ზონას;
გ) ნებისმიერი დამატებითი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, რომლებიც გათვალისწინებულია ლოკალური ხელშეკრულებით;
დ) მიღებული ინფორმაციით ვულანური ფერფლის ღრუბლების შესახებ, რომლებთან დაკავშირებით ჯერ არ იყო გამოშვებული SIGMET-ი.
5. აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო აუცილებლობის შემთხვევაში ამარაგებს საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს, ან რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს შემდეგი მეტეოროლოგიური ინფორმაციით:
ა) ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებებით, რეგულარული შეტყობინებები კოდური ფორმით METAR და საგანგებო შეტყობინებები კოდური ფორმით SPECI, მათ შორის წნევის მიმდინარე მონაცემებით, აეროდრომის პროგნოზებით და პროგნოზებით დაფრენისათვის, აგრეთვე კორექტივებით აეროდრომის პროგნოზებთან;
ბ) სიმაღლეებზე ქარისა და ტემპერატურის პროგნოზებით, ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ პროგნოზებით ფრენის მარშრუტებზე, განსაკუთრებით იმ მოვლენების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ ფრენების ვიზუალური წესებით შესრულებას. ინფორმაციით SIGMET და AIRMET, გაფრთხილებებით ქარის შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე, შესაბამისი საგანგებო შეტყობინებებით საჰაერო ხომალდებიდან საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრის რაიონში;
გ) საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრის მიერ მოთხოვნილი დამატებითი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თუ შესაბამის მეტეოროლოგიურ თვალთვალის ორგანოს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, მან უნდა მიმართოს დახმარებისთვის სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებს;
დ) მიღებული ინფორმაციით ვულანური ფერფლის ღრუბლების შესახებ, რომლებთან დაკავშირებით ჯერ არ იყო გამოშვებული SIGMET-ი;
ე) მიღებული ინფორმაციით ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერებების ავარიულად მოხვედრის შესახებ.
6. აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო აუცილებლობის შემთხვევაში ამარაგებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს მიღებული ინფორმაციით ვულკანური მოქმედებების და ვულკანური ამოფრქვევების შესახებ.
7. ნებისმიერი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, მოთხოვნილი საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოების მიერ ავარიულ სიტუაციაში მიწოდებულ უნდა იქნეს მაქსიმალურად მოკლე დროში.
8. საფრენოსნო ინფორმაციის მიზნებისათვის აუცილებლობის შემთხვევაში, მიმდინარე მეტეოროლოგიური შეტყობინებები და პროგნოზები მიეწოდებათ საავიაციო ელექტროკავშირის სადგურებს. აუცილებლობის შემთხვევაში ამგვარი ინფორმაციის ასლი ეგზავნებათ საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს, ან რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.12.2011
მუხლი 48. ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებისათვის
თავი X — მეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოების, ძებნა-შველის სამსახურების და აერონავიგაციური ინფორმაციის სამსახურებისათვის
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 42. ინსტრუქტაჟი, კონსულტაცია და ჩვენება
- მუხლი 43. ინფორმაცია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის
- მუხლი 44. საზღვაო ხომალდებიდან და საზღვაო ჭაბურღილების ბაქნებიდან შვეულმფრენების ფრენების მეტეოუზრუნველყოფა
- მუხლი 45. მთიან ადგილებში ფრენების მეტეოუზრუნველყოფა
- მუხლი 46. ავარიულ ვითარებაში მეტეოროლოგიური ორგანოს მოქმედება
- მუხლი 47. საავიაციო, საავიაციო-ქიმიური სამუშაოების მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა
- მუხლი 49. ინფორმაცია ძებნა-შველის სამსახურების ორგანოებისათვის
- მუხლი 50. ინფორმაცია სააერონავიგაციო ინფორმაციის სამსახურის ორგანოებისათვის
- მუხლი 51. მოთხოვნები კავშირის საშუალებებთან
- მუხლი 52. ფიქსირებული საავიაციო კავშირის საშუალებების გამოყენება
- მუხლი 53. რადიოსამაუწყებლო საშუალებებით მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადაცემა. D-VOLMET-ის დაVOLMET-ის შეტყობინებების შინაარსი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 48, №50, 15.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.006.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56248/muxli-48/