1. მთიანი მხარის აეროდრომებისათვის შედგენილ ამინდის პროგნოზებში, ყველა შემთხვევაში, ჩაირთვება მონაცემები საშუალო იარუსის ღრუბლების შესახებ, თუკი ასეთი ღრუბლების გამოჩენა მოსალოდნელია აეროდრომის დონიდან 2000 მ-ზე და უფრო დაბალ სიმაღლეზე, აგრეთვე მონაცემები ოროგრაფიული ტურბულენტობისა და იმ ფენის სისქის შესახებ, რომელშიც იგი მოსალოდნელია.
მთიან რაიონებში ფრენის დროს მეტეოპირობების მონაცემები სიმაღლეებზე მიეთითება ზღვის დონიდან.
შენიშვნა. მთიანი მხარის აეროდრომებზე და აეროფოტოგადაღებების დროს სიტყვა CAVOK არ გამოიყენება .
2. საჰაერო ხომალდების ეკიპაჟების და სმმ-ის მეთვალყურეების კონსულტაციების დროს, აგრეთვე ფრენების მარშრუტების და რაიონებისათვის შედგენილ ტექსტურ პროგნოზებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჭექა-ქუხილისა და ოროგრაფიული ტურბულენტობის, მთის ფერდობებზე და ხეობებში ნისლებისა და დაბალი ღრუბლების, ადგილობრივი ქარების განვითარების, აგრეთვე მთებისა და უღელტეხილების ღრუბლებით დაფარვის შესაძლებლობებს