1. საზღვაო ხომალდებიდან და ბაქნებიდან შვეულმფრენების ფრენების ამინდის პროგნოზებით უზრუნველყოფა რაიონში (მარშრუტებზე) ხდება განაცხადების საფუძველზე, რომლებიც გადაიცემა საზღვაო ხომალდებიდან (ბაქნებიდან) შესაბამისი აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანოს მისამართით. განაცხადის ტექსტს ადგენს და საზღვაო ხომალდის რადიოსადგურზე გადასცემს შვეულმფრენის მეთაური ფრენების დაწყებამდე არა უგვიანეს 4 საათისა. განაცხადში მიეთითება ფრენების დაწყების და დამთავრების დრო, ფრენების რაიონის (მარშრუტის) გეოგრაფიული კოორდინატები, შვეულმფრენის მეთაურის მეტეომინიმუმი, აგრეთვე ამინდის მდგომარეობა საზღვაო ხომალდის (ბაქნის) მდებარეობის ადგილზე.
შენიშვნა. აუცილებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული ორგანიზაციები აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიურ ორგანოსთან ერთად ამუშავებენ ხომალდებსა (ბაქნებს) და მომსახურე მეტეოროლოგიურ ორგანოებს შორის დაკავშირების სქემებს.
2. განაცხადის გაკეთებიდან ფრენების ბოლომდე აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანოს მისამართით უზრუნველყოფილი უნდა იყოს საზღვაო ხომალდის (ბაქნის) ადგილმდებარეობის რაიონში ამინდის მდგომარეობის შესახებ შეტყობინებების გადაცემა, რომლებშიც ჩართული იქნება ცნობები: ქარის მიმართულებაზე და სიჩქარეზე, ხილვადობაზე, ამინდის მოვლენებზე, ღრუბლების რაოდენობაზე, ფორმასა და ქვედა საზღვრის სიმაღლეზე, ჰაერის ტემპერატურაზე და ატმოსფერულ წნევაზე.
3. ამინდზე დაკვირვებებს ატარებს თანამდებობრივი პირი, რომე ლიც ინიშნება ხომალდის (ბაქნის) მფლობელის მიერ და გავლილი აქვს სპეციალური მომზადება.
4. ერთსაათიანი ვადების შუალედში, როდესაც:
ა) ქარის სიჩქარე აჭარბებს დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს;
ბ) ხილვადობა და/ან ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე მცირდება შვეულმფრენის მეთაურის მინიმუმის მნიშვნელობამდე;
გ) ნალექებში დაიკვირვება შემოყინვა, ძლიერი ტურბულენტობა (შვეულმფრენების მონაცემებით) ტარდება რიგგარეშე (განსაკუთრებული) დაკვირვებები, რომლებიც ფორმდება შეტყობინებების სახით.
5. შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს ყოველი საათისა და სპეციალური დაკვირვებების მონაცემებს, გადაიცემა შვეულმფრენზე, აგრეთვე მეტეოროლოგიური ორგანოს მისამართით, რომელიც უზრუნველყოფს პროგნოზების მომზადებას. მეტეოროლოგიური ორგანოს მისამართით გაგზავნილ დეპეშაში შეტანილი უნდა იქნეს მონაცემები რომლებიც მითითებულია IX თავის 44-ე მუხლის მეოთხე პუნქტში.
6. თუ საათიანი დაკვირვებების შუალედებში შეწყდა ის მოვლენები და პირობები, რის გამოც ტარდებოდა განსაკუთრებული დაკვირვებები, მეტეოროლოგიური ორგანოს მისამართით მათი შეწყვეტის შესახებ დეპეშა არ გადაიცემა. მოვლენების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია შეტანილი იქნება დაკვირვების მომდევნო ვადაში.
7. დაკვირვებების მონაცემები დეპეშაში შეიტანება იმავე თანმიმდევრობით, რაც გამოიყენება კოდირებული შეტყობინება METAR-ის შედგენის დროს
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.12.2011
მუხლი 44. საზღვაო ხომალდებიდან და საზღვაო ჭაბურღილების ბაქნებიდან შვეულმფრენების ფრენების მეტეოუზრუნველყოფა
თავი IX — ექსპლუატანტებისა და ეკიპაზის წევრების მომსახურება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 38. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობები
- მუხლი 39. კლიმატური აღწერების მომზადება
- მუხლი 40. მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემთა ასლები
- მუხლი 41. ზოგადი დებულებები
- მუხლი 42. ინსტრუქტაჟი, კონსულტაცია და ჩვენება
- მუხლი 43. ინფორმაცია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის
- მუხლი 45. მთიან ადგილებში ფრენების მეტეოუზრუნველყოფა
- მუხლი 46. ავარიულ ვითარებაში მეტეოროლოგიური ორგანოს მოქმედება
- მუხლი 47. საავიაციო, საავიაციო-ქიმიური სამუშაოების მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა
- მუხლი 48. ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებისათვის
- მუხლი 49. ინფორმაცია ძებნა-შველის სამსახურების ორგანოებისათვის
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 44, №50, 15.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.006.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56248/muxli-44/