1. ექსპლუატანტები და ეკიპაჟის წევრები მარაგდებიან მეტეოროლოგიური ინფორმაციით:
ა) ექსპლუატანტების მიერ ფრენისწინა დაგეგმვითი სამუშაოებისათვის;
ბ) გაფრენის წინ ეკიპაჟის წევრების მიერ გამოყენების მიზნით; და
გ) ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის.
2. საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისათვის განკუთვნილი მეტეოროლოგიური ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ფრენის მოთხოვნებს დროის, სიმაღლის, მარშრუტის მიმართულებიდან და მანძილიდან გამომდინარე და საკმარისი უნდა იყოს ფრენის უზრუნველყოფისათვის დაფრენის აეროდრომამდე, სადაც დაგეგმილია ახალი ინფორმაციის მიღება. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი დაფრენის აეროდრომზე შემდგომი ფრენებისათვის შეუძლებელია ინფორმაცის უზრუნველყოფა, მაშინ აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და ექსპლუატანტს შორის შეთახმების საფუძველზე ეკიპაჟს იგი მოეწოდება გაფრენის აეროდრომზე.
3. მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომლითაც მარაგდებიან ექსპლუატანტები და ეკიპაჟის წევრები შეიცავს მონაცემებს სიმაღლეების მიხედვით ქარსა და ჰაერის ტემპერატურაზე, ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებზე ფრენის მარშრუტზე, აგრეთვე SIGMET-ის ინფორმაციას, ბორტებიდან მიღებულ მონაცემებს, გაფრენის აეროდრომის, დაფრენის აეროდრომისა და სათადარიგო აეროდრომების პროგნოზებს, რომლებსაც ფლობს მეტეოროლოგიური ორგანო.
4. აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე ექსპლუატანტები და ეკიპაჟის წევრები მარაგდებიან მეტეოროლოგიური ინფორმაციით რომელიმე ქვემომოყვანილი სახით:
ა) ხელნაწერი ან დაბეჭდილი მასალები, მათ შორის დადგენილი რუკები და ფორმები;
ბ) მონაცემები რეგულარულ ბადის წერტილებში ციფრული ფორმით;
გ) ინსტრუქტაჟი;
დ) კონსულტაცია;
ე) ჩვენება; ან
ვ) ამ პუნქტის ა) – ე) ქვეპუნქტების გათვალისწინებით სისტემა ფრენისწინა ავტომატიზებული ინფორმაციისა, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ინსტრუქტაჟისა და ფრენისწინა საფრენოსნო დოკუმენტაციის შედგენის შესაძლებლობას, ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ძალაში რჩება ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრების დაშვება კონსულტაციისათვის მეტეოროლოგიურ ორგანოსთან.
5. ექსპლუატანტთან კონსულტაციის საფუძველზე აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო განსაზღვრავს:
ა) ინფორმაციის ფორმატსა და ტიპს, რომელიც უნდა იქნეს მიწოდებული; და;
ბ) ხერხებსა და საშუალებებს ამ ინფორმაციით მომარაგებისა.
6. მეტეოროლოგიური ინფორმაცია ექსპლუატანტების მიერ ფრენის წინა დაგეგმვის განხორციელებისათვის, აუცილებლობის მიხედვით, შეიცავს შემდეგ ელემენტებს:
ა) მიმდინარე და პროგნოზულ მონაცემებს ქარისა და ჰაერის ტემპერატურის შესახებ სიმაღლეებზე, ტროპოპაუზის სიმაღლესა და ინფორმაციას მაქსიმალურ ქარზე, აგრეთვე კორექტივებს ამ მონაცემებზე;
ბ) ფაქტობრივი და მოსალოდნელი ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებს მარშრუტზე და ინფორმაციას ნაკადურ დენებზე, აგრეთვე კორექტივებს ამ მონაცემებზე;
გ) პროგნოზებს აფრენისათვის;
დ) შეტყობინებებს კოდური ფორმით METAR და, თუ არის, შეტყობინებებს კოდური ფორმით SPECI გაფრენის აეროდრომზე, სათადარიგო აეროდრომებზე: აფრენისა და მარშრუტზე, დანიშნულების პუნქტზე და დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომზე, როგორც განსაზღვრულია სააერონავიგაციო შეთანხმებით;
ე) პროგნოზებსა და მაკორექტივებ გაფრენისა და დაფრენის აეროდრომებისათვის, აგრეთვე: აფრენის, მარშრუტზე და დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომებისათვის, როგორც განსაზღვრულია სააერონავიგაციო შეთანხმებით;
ვ) ინფორმაცია SIGMET-ს შესაბამის საგანგებო შეტყობინებებს ბორტებიდან, რომლებიც ეხება შესაბამის მარშრუტებს მთლიანობაში, როგორც განსაზღვრულია სააერონავიგაციო შეთანხმებით.
შენიშვნა. შესაბამისი საგანგებო შეტყობინებები საჰაერო ხომალდებიდან არის ინფორმაციები, რომლებიც გამოყენებული არ იყო SIGMET-ის მომზადების დროს.
7. მეტეოროლოგიურ ინფორმაციაში, რომელიც საჭიროა ფრენისწინა დაგეგმვისათვის ვერტმფრენებით ფრენების შესრულებისათვის ღია ზღვაში განლაგებულ ობიექტებზე, ჩართული უნდა იქნეს მონაცემები ფენების მიხედვით ზღვის დონიდან 100 ეშელონამდე. განსაკუთრებით უნდა მიეთითოს მოსალოდნელი ხილვადობა წყლისპირა ჰაერის ფენაში, ღრუბლების რაოდენობა და ფორმა (თუ ასეთი მონაცემები არსებობენ), ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვრები 100 ეშელონზე დაბლა, ზღვის მდგომარეობა, ზღვის ტემპერატურა, საშუალო წნევა ზღვის დონეზე, ფაქტობრივი და მოსალოდნელი ტურბულენტობა, შემოყინვა, როგორც ეს გათვალისწინებულია სააერონავიგაციო შეთანხმებით
8. ინფორმაცია ქარზე და ჰაერის ტემპერატურაზე სიმაღლეების მიხედვით და ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ ფრენის მარშრუტზე, რომლებიც აუცილებელია ექსპლუატანტისათვის ფრენისწინა დაგეგმვისათვის, მიწოდებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ მათი მიღებისა და არა უგვიანეს 3 საათისა გაფრენამდე
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.12.2011
მუხლი 41. ზოგადი დებულებები
თავი IX — ექსპლუატანტებისა და ეკიპაზის წევრების მომსახურება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 35. გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ
- მუხლი 36. ზოგადი დებულებები
- მუხლი 37. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილები
- მუხლი 38. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობები
- მუხლი 39. კლიმატური აღწერების მომზადება
- მუხლი 40. მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემთა ასლები
- მუხლი 42. ინსტრუქტაჟი, კონსულტაცია და ჩვენება
- მუხლი 43. ინფორმაცია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის
- მუხლი 44. საზღვაო ხომალდებიდან და საზღვაო ჭაბურღილების ბაქნებიდან შვეულმფრენების ფრენების მეტეოუზრუნველყოფა
- მუხლი 45. მთიან ადგილებში ფრენების მეტეოუზრუნველყოფა
- მუხლი 46. ავარიულ ვითარებაში მეტეოროლოგიური ორგანოს მოქმედება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 41, №50, 15.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.006.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56248/muxli-41/