1. მოთხოვნის მიხედვით ტარდება ინსტრუქტაჟი და/ან კონსულტაცია ეკიპაჟის წევრებისა და/ან სხვა პერსონალის, რომლებიც დაკავშირებული არიან ფრენების წარმოებასთან. ინსტრუქტაჟის და/ან კონსულტაციის მიზანია ახალი ინფორაციის მიწოდება ფაქტობრივი და მოსალოდნელი პირობების შესახებ ფრენის მარშრუტზე, დაფრენის, სათადარიგო და სხვა შესაბამის აეროდრომებზე, ამასთან ისინი ემსახურებიან საფრენოსნო დოკუმენტაციაში მოცემულ ინფორმაციის განმარტებასა და დამატებას, ან სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე ასრულებენ საფრენოსნო დოკუმენტაციის მაგივრობას.
2. ინსტრუქტაჟისა და/ან კონსულტაციის დროს დაბალ სიმაღლეებზე ფრენების უზრუნველყოფისათვის, მათ შორის ვიზუალური ფრენის წესებით ფრენისას, გამოყენებული უნდა იქნეს მეტეოროლოგიური ინფორმაცია სიმაღლეებზე 100 ეშელონამდე (მთებში 150 ეშელონამდე, ან აუცილებლობის შემთხვევაში, მასზე მაღლა). განსაკუთრებით უნდა იქნეს მითითებული ფაქტიური და მოსალოდნელი განვითარება ამინდის ნებისმიერი მოვლენისა, რომლებიც იწვევენ ხილვადობის შემცირებას დიდ სივრცეზე 5000 მ-ზე ნაკლებ მნიშვნელობამდე, აგრეთვე ღრუბლების ფაქტიური მდგომარეობისა და მოსალოდნელი განვითარების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ ფრენების შესრულებაზე.
3. ეკიპაჟის წევრი ან სხვა პირი, რომელიც დაკავშირებული ფრენების წარმოებასთან და რომელსაც უნდა გაეწიოს ინსტრუქტაჟი, კონსულტაცია ან გაუფორმდეს შესაბამისი დოკუმენტაცია, უნდა გამოცხადდეს აეროდრომის მეტეოროლროგიურ ორგანოში ისეთ დროს, რომელიც შეთანხმებულია მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის. ისეთ შემთხვევებში, როდესაც აეროდრომის ადგილობრივი პირობები არ იძლევა შესაძლებლობას ინსტრუქტაჟის ან კონსულტაციის უშუალო ჩატარებისა, მაშინ აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო მომსახურებას აწარმოებს ტელეფონით ან სხვა შესაბამისი ელექტროკავშირის საშუალებით.
4. ეკიპაჟის წევრებისა და სხვა პერსონალის დახმარების მიზნით, რომლებიც დაკავშირებული არიან ფრენის მომზადებასთან, აგრეთვე ინსტრუქტაჟისა და კონსულტაციის დროს აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო ახორციელებს მიღებული ბოლო ინფორმაციის ჩვენებას, კერძოდ:
ა) შეტყობინებებისა კოდური ფორმით METAR და SPECI;
ბ) პროგნოზებისა აეროდრომზე და პროგნოზებისა დაფრენისათვის;
გ) გაფრთხილებებისა ადგილობრივ აეროდრომზე;
დ) პროგნოზებისა აფრენისათვის;
ე) ინფორმაცისა SIGMET და AIRMET, აგრეთვე საგანგებო შეტყობინებებისა ბორტებიდან, რომლებიც შეტანილი არ არის SIGMET-ში;
ვ) მიმდინარე და პროგნოზული რუკებისა;
ზ) მეტეოროლოგიური თანამგზავრიდან მიღებული სურათებისა; და
თ) მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური ინფორმაციისა.
5. საჩვენებელი მასალები ეკიპაჟის წევრებისათვის და სხვა პერსონალისათვის, რომლებიც დაკავშირებული არიან ფრენების წარმოებასთან უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი აეროდრომის. სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და მომხმარებელს შორის შეთანხმების საფუძველზე ჩვენება შეიძლება გამოყენებული იქნეს ინსტრუქტაჟისა და კონსულტაციის მაგიერ.
6. საფრენოსნო დოკუმენტაციაში ჩართული უნდა იყოს:
ა) მონაცემები ქარსა და ჰაერის ტემპერეტურაზე სიმაღლეებზე;
ბ) მონაცემები მოსალოდნელი ამინდის განსაკუთრებულ მოვლენების შესახებ;
გ) აეროდრომის პროგნოზები;
დ) შეტყობინებები კოდური ფორმით METAR და SPECI დანიშნულების აეროდრომზე, აგრეთვე სათადარიგო აეროდრომებზე: აფრენის, მარშრუტზე და დანიშნულების პუნქტზე;
ე) ინფორმაცია SIGMET და შესაბამისი საგანგებო შეტყობინებები ბორტიდან, რომლებიც ეხება განხილულ მარშრუტებს მთლიანობაში.
შენიშვნა. შესაბამისი საგანგებო შეტყობინებები ბორტიდან არის ინფორმაციები, რომლებიც გამოყენებულ არ იყო SIGMET-ის მომზადების დროს.
ვ) ინფორმაცია AIRMET დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის. მაგრამ შესაბამისად სააერონავიგაციო შეთანხმებისა ან აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე 2 და ნაკლები საათის განმავლობაში ფრენებისათვის საფრენოსნო დოკუმენტაცია შეიძლება შემოიზღუდოს იმ ინფორმაციით, რაც აუცილებელია საექსპლუატაციოდ, მაგრამ ყველა შემთხვევაში საფრენოსნო დოკუმენტაციაში, როგორც მინიმუმი, გამოყენებული უნდა იყოს ამ პუნქტის გ), დ), ე) და, აუცილებლობის შემთხვევაში, ვ) ქვეპუნქტებში.
7. მომზადებულ საფრენოსნო დოკუმენტაციაში აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ორგანომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემის ჩარჩოებში. საფრენოსნო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს რუკებისა და ცხრილების სახით, აგრეთვე ღია ტექსტით შემოკლებების გამოყენებით. პროგნოზები აეროდრომზე წარმოდგენილი უნდა იყოს კოდური ფორმით TAF ან ღია ტექსტით შემოკლებებისა და ცხრილების გამოყენებით.
შენიშვნა: საფრენოსნო დოკუმენტაციის მომზადების დროს გამოყენებული რუკებისა და ფორმების ნიმუშები წარმოდგენილია დამატება 1-2-ში. ეს ნიმუშები და მათი შევსების მეთოდები დამუშავებულია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ შესაბამისი საექსპლუატაციო მოთხოვნების საფუძველზე, რომლებიც დადგენილია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო-ს) მიერ.
8. როგორც წესი, საფრენოსნო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს, შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება ახლოს გაფრენის დროსთან.
9. როდესაც აუცილებელი და შესაძლებელია, საფრენოსნო დოკუმენტაცია განახლებულ უნდა იქნეს წერილობით ან ზეპირად, მანამდე, სანამ გადაეცემა ეკიპაჟის წევრებს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქმნება კორექტირების აუცილებლობა უშუალოდ საჰაერო ხომალდის გაფრენის წინ და როდესაც დოკუმენტაცია უკვე გადაცემულია, მაშინ მეტეოროლოგიურმა ორგანომ, ლოკალური შეთანხმების საფუძველზე უნდა გაუგზავნოს აუცილებელი კორექტივი ან განახლებული ინფორმაცია ექსპლუატანტს ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების ადგილობრივ ორგანოს საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასაცემად.
10. საფრენოსნო დოკუმენტაციაში სიმაღლე უნდა მიეთითოს შემდეგნაირად:
ა) ყველა მონაცემი ფრენის მარშრუტზე მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, მაგალითად, ქარის შესახებ სიმაღლეებზე, ტურბულენტობაზე ან ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვრებზე სასურველია, მითითებული იქნეს ფრენის ეშელონების სახით; ეს ინფორმაციები შეიძლება აგრეთვე გამოისახოს ბარომეტრული სიმაღლის სიდიდეებში, წნევის, აბსოლუტური სიმაღლის ან, დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისას მიწის ზედაპირიდან სიმაღლის სახით (მაგრამ არა მთაგორიან პირობებში);
ბ) აეროდრომზე ყველა ცნობა მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, მაგალითად, ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის შესახებ, მითითებულ უნდა იქნეს სიმაღლის სახით აეროდრომის შემაღლებიდან.
11. საფრენოსნო დოკუმენტაციაში შემავალი ფორმები და რუკები დაბეჭდილი უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე; შეძლებისდა მიხედვით ისინი შევსებული უნდა იქნეს იმ ენაზე, რომელიც საჭიროა ექსპლუატანტისათვის, სასურველია რომელიმე ზემოაღნიშნულ ენაზე. სადაც ეს მიზანშეწონილია, გამოყენებულ უნდა იქნეს მიღებული შემოკლებები. უნდა მიეთითოს ყველა ელემენტის გაზომვის ერთეული, ამასთან, ისინი არ უნდა განსხვავდებოდნენ იმ ერთეულებისაგან, რომლებიც გამოიყენება შესაბამისი სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ.
12. აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო ინფორმაციას, რომელიც მან გადასცა ეკიპაჟის წევრებს, ინახავს დაბეჭდილი ან კომპიუტერული ფაილების სახით მისი გამოშვებიდან 30 დღემდე. ეს ინფორმაცია მოთხოვნის მიხედვით წარედგინება გამოკვლევებისათვის ან საავიაციო შემთხვევების ტექნიკური გამოძიებისათვის და ამ მიზნით ინახება მათ დამთავრებამდე.
13. იმ შემთხვევებში, როდესაც ეკიპაჟის წევრები გაფრენის წინ მარაგდებიან ინფორმაციით, ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ ფრენის მარშრუტზე რუკების სახით, ისინი წარმოადგენენ ამინდის განსაკუთრებული მოვლენების რუკებს, რომლებიც ვარგისია მასზე მითითებულ ფიქსირებულ დრომდე. ასეთ რუკებზე აისახება ფრენისათვის აუცილებელი ცნობები, რომლებიც ეხება:
ა) ჭექა-ქუხილებს;
ბ) ტროპიკულ ციკლონებს;
გ) ძლიერი ქარტეხილის ზოლებს;
დ) ზომიერ და ძლიერ ტურბულენტობას (ღრუბლების დროს ან მათ გარეშე);
ე) ზომიერ ან ძლიერ შემოყინვას;
ვ) მტვრის/ქვიშის გრიგალებს;
ზ) ღრუბლებს, რომლებიც დაკავშირებული არიან „ა“ – „ვ“ ქვემუხლებში მითითებულ მოვლენებთან ფრენის ეშელონებზე 100-250;
თ) გროვა-საწვიმარ ღრუბლებს, რომლებიც დაკავშირებული არიან „ა“ – „ვ“ ქვემუხლებში მითითებულ მოვლენებთან, 250 ფრენის ეშელონებზე მაღლა;
ი) კონვერგენციის ზონების ზუსტად განსაზღვრულ ადგილმდებარეობას;
კ) ფრონტალური ზონების ადგილმდებარეობას, მოძრაობის მიმართულებასა და სიჩქარეს, როდესაც ისინი დაკავშირებული არიან მარშრუტზე ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებთან;
ლ) ტროპოპაუზის სიმაღლეებს;
მ) ნაკადურ დენებს;
ნ) ვულკანური ამოფრქვევების ადგილებს, დაკავშირებულს ვულკანური ფერფლის ღრუბლების წარმოქმნასთან, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ საჰაერო ხომალდების ფრენებზე;
ო) რადიოაქტიური მასალების ამოფრქვევის ადგილებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ საჰაერო ხომალდების ფრენებზე.
14. შემოკლება «CB» ან ჭექა-ქუხილის პირობითი აღნიშვნა ამინდის განსაკუთრებული მოვლენების რუკებზე უნდა მიუთითებდეს იმას, რომ რუკაზე დატანილია ყველა ის მოვლენა, რომლებიც, როგორც წესი, დაკავშირებულია გროვა – საწვიმარ ღრუბლებთან, ან ჭექა-ქუხილებთან, კერძოდ, საჰაერო ხომალდების ზომიერი ან ძლიერი შემოყინვა, ზომიერი ან ძლიერი ტურბულენტობა და სეტყვა.
15. საფრენოსნო დოკუმენტაცია ყველა შემთხვევაში მოიცავს პროგნოზებს გაფრენისა და დაფრენის აეროდრომებზე. გარდა ამისა, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს აუცილებელია ფრენის სამუშაო გეგმის შესადგენად, საფრენოსნო დოკუმენტაციაში ჩაირთვება პროგნოზები, რამდენიმე სათადარიგო აეროდრომზე, რომლებიც შერჩეულია აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე.
16. აეროდრომის პროგნოზები, რომლებიც მიღებულია სხვა მეტეოროლოგიური ორგანოებისაგან, საფრენოსნო დოკუმენტაციაში ჩაირთვებიან რაიმე აზრობრივი ცვლილებების გარეშე.
17. იმ შემთხვევებში, როდესაც აეროდრომის პროგნოზი დროულად მიღებული არ არის, გაფრენის აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ორგანომ უნდა იხმაროს ყველა დონე მის მისაღებად. თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო, შესაძლებლობის მიხედვით, მოვალეა შეადგინოს საორიენტაციო პროგნოზი. აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ორგანომ ინფორმაცია უნდა გაუკეთოს ეკიპაჟის წევრებს იმის შესახებ, რომ პროგნოზი საორიენტაციოა და ეს უნდა აისახოს საფრენოსნო საბუთებში.
18. იმ შემთხვევებში, როდესაც საფრენოსნო დოკუმენტაცია ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ მარშრუტზე არ წარედგინება რუკის სახით, მაშინ ის უნდა წარედგინოს ცხრილის სახით და/ან ღია ტექსტით შემოკლებებით