1. საავიაციო სამუშაოების მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა ხორციელდება აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოს და ექსპლუატანტს შორის ხელშეკრულების საფუძველზე «საავიაციო სამუშაოების მეტეოუზრუნველყოფის» ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც მუშავდება აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოს მიერ ექსპლუატანტთან ერთად.
მასში აღინიშნება:
ა) საავიაციო სამუშაოების სახეობა;
ბ) ფართობების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც დგება ამინდის პროგნოზები, შტორმული გაფრთხილებები, თითოეული ფართობის საზღვრების მითითებით (ფართობების დაყოფის რუკა-სქემა, სტანდარტული მარშრუტების მითითებით უნდა ერთვოდეს ინსტრუქციას);
გ) საჰაერო ხომალდების ეკიპაჟისაგან მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიღების წესი (გამოყენებული კავშირის არხები);
დ) სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებთან მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის წესი.
თავი X
მეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოების, ძებნა-შველის სამსახურების და აერონავიგაციური ინფორმაციის სამსახურებისათვი