1. ექსპლუატანტი, რომელსაც ესაჭიროება მეტეოროლოგიური მომსახურება ან არსებულ მომსახურებაში ცვლილების შეტანა, წინასწარ ატყობინებს მეტეოროლოგიურ სამსახურს. წინასწარი შეტყობინების ვადები დგინდება მეტეოროლოგიურ სამსახურსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.

2. მეტეოროლოგიური სამსახური, იმ ექსპლუატანტისაგან, რომელსაც ესაჭიროება მომსახურება, შეტყობინებას იღებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც:

ა) იგეგმება ახალი მარშრუტის გახსნა ან ახალი სახეობის ფრენების შესრულება;

ბ) რეგულარული რეისების შესრულების გრაფიკში შედის ხანგრძლივი ცვლილებები; და

გ) იგეგმება სხვა ცვლილებები, რომლებიც მეტეოროლოგიური მომსახურების წარდგენაზე ზეგავლენას ახდენს.

შეტყობინება უნდა შეცავდეს ყველა დეტალს, რომელიც აუცილებელია მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ შესაბამისი ცვლილებების დასაგეგმად.

3. მეტეოროლოგიური სამსახური შეტყობინებას იღებს ექსპლუატანტისაგან ან საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისაგან:

ა) ფრენის განრიგის შესახებ:

ბ) იმ შემთხვევებში, როდესაც არარეგულარული ფრენები იგეგმება; და

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც რეისი იგვიანებს, სრულდება დათქმულ დროზე ადრე ან უქმდება.

თავი III

ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა და მეტეოროლოგიური ორგანოები

შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XII თავშ