1. ექსპლუატანტი, რომელსაც ესაჭიროება მეტეოროლოგიური მომსახურება ან არსებული მეტეოროლოგიური მომსახურების ცვლილება, ვალდებულია წინასწარ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს.  წინასწარი შეტყობინების ვადები დგინდება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო იმ ექსპლუატანტისაგან, რომელსაც ესაჭიროება მომსახურება, შეტყობინებას იღებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც:

ა) იგეგმება ახალი მარშრუტის გახსნა ან ახალი სახეობის ფრენების შესრულება;

ბ) რეგულარული ფრენების შესრულების გრაფიკში შედის ხანგრძლივი ცვლილებები; და

გ) იგეგმება სხვა ცვლილებები, რომლებიც მეტეოროლოგიური მომსახურების წარდგენაზე ზეგავლენას ახდენს.

3. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ყველა დეტალს, რომელიც აუცილებელია მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს მიერ შესაბამისი ცვლილებების დასაგეგმად.

4. საჭიროების შემთხვევაში და თუ ამას მომხმარებლებთან კონსულტაციის საფუძველზე მოითხოვს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო, ექსპლუატანტმა ან საფრენოსნო ეკიპაჟის წევრმა უნდა უზრუნველყოს, რომ შესაბამისი აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურს ეცნობოს:

ა) ფრენის განრიგის შესახებ;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც არარეგულარული ფრენები იგეგმება; და

გ) იმ შემთხვევაში, როცა ფრენები სრულდება შეფერხებით, დაგეგმილ დროზე ადრე ან უქმდება.

5. არარეგულარული ფრენებისას მეტეოროლოგიური საწარმოსათვის შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გამგზავრების აეროდრომი და გაფრენის სავარაუდო დრო;

ბ) დაფრენის პუნქტი და მოფრენის სავარაუდო დრო;

გ) ფრენის მოცემული მარშრუტი და შუალედურ აეროდრომ(ებ)ზე მოფრენისა და გამგზავრების სავარაუდო დრო(ები);

დ) საფრენოსნო გეგმაში მითითებული  სათადარიგო აეროდრომ(ებ)ი, აღებული შესაბამისი ჩამონათვალიდან, რომელსაც მოიცავს რეგიონალური სააერნაოსნო გეგმა;

ე) კრეისერული ეშელონი;

ვ) ფრენის სახეობა (ვიზუალური ან ინსტრუმენტაული);

ზ) საფრენოსნო ეკიპაჟისათვის გადასაცემი მეტეოროლოგიური ინფორმაციის სახეობა (საფრენოსნო დოკუმენტაცია და/ან ბრიფინგი ან კონსულტაცია);

თ) ბრიფინგი, კონსულტაციის და/ან საფრენოსნო დოკუმენტაციის მიწოდების დრ