1. აეროდრომის მეტეოროლოგიური სადგურები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ისეთი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც შეეძლებათ აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველყონ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოები იმ აეროდრომებზე, რომლებზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი, კერძოდ, აეროდრომის სამეთვალყურეო პუნქტები, მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტები და საავიაციო ელექტროკავშირის სადგურები, რომლებიც ემსახურებიან აღნიშნულ აეროდრომს.
2. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ისეთი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც შეეძლებათ აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველყონ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოები და ძებნა-შველის სამსახურების ორგანოები საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის ფარგლებში.
3. ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ისეთი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც შეეძლებათ მეტეოროლოგიური ბიუროებისათვის, სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოებისათვის და სხვა მომხმარებლებისათვის ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემის აუცილებელი მონაცემების მიწოდება.
4. ელექტროკავშირის საშუალებები მეტეოროლოგიურ ორგანოებს შორის და, აუცილებლობის შემთხვევაში, აეროდრომის მეტეოროლოგიურ სადგურებსა და აეროდრომის სამეთვალყურეო პუნქტს ან დაფრენის-სამეთვალყურეო პუნქტს შორის უნდა ითვალისწინებდეს მჭექი კავშირგაბმულობის არსებობას, ამასთან ერთად კავშირის დამყარება უნდა ხდებოდეს დაახლოებით 15 წამში.
5. მეტეოროლოგიური ორგანოები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ისეთი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის ურთიერთგაცვლ